Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფაქტორინგის შესახებმუხლი 32

ფაქტორინგის შესახებ

მუხლი 32. დარღვევები და სანქციები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 6 აპრ. 2026
თემები:სანქციებიკორპორაციული და ინდივიდუალური განათლება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფაქტორინგული კომპანიის/ფაქტორინგული პლატფორმის ან/და ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორის/ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ ფაქტორინგულმა კომპანიამ/ფაქტორინგულმა პლატფორმამ ან/და ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორმა/ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორმა: ა) დაარღვია ამ კანონის რომელიმე დებულება ან საქართველოს ეროვნული ბანკის ნებისმიერი დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა ან წერილობითი მითითება ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შეზღუდვა; ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც თან ახლავს ფაქტორინგული კომპანიის/ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაციას ან დართული აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას; გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადა ან/და არასწორი ანგარიშგება ან/და სხვა არაზუსტი ინფორმაცია წარადგინა; დ) დაარღვია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები; ე) დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, ფაქტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები; ვ) განახორციელა არაჯანსაღი ან საფრთხის შემცველი/შემქმნელი სამეწარმეო პრაქტიკა ან ასეთ პრაქტიკას ახორციელებს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, დარღვევის პროპორციულად და თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და არსებული ან შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე − არათანამიმდევრულად, ფაქტორინგული კომპანიის/ფაქტორინგული პლატფორმის ან/და ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორის/ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) ფაქტორინგულ კომპანიას/ფაქტორინგულ პლატფორმას ან/და ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორს/ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია/მითითება იმ მოთხოვნით, რომ ფაქტორინგულმა კომპანიამ/ ფაქტორინგულმა პლატფორმამ შეწყვიტოს და აღარ დაუშვას დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები; გ) ფაქტორინგულ კომპანიას/ფაქტორინგულ პლატფორმას ან/და ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორს/ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორს დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით; დ) ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორს/ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება; ე) ფაქტორინგულ კომპანიას/ფაქტორინგულ პლატფორმას აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა; ვ) ფაქტორინგულ კომპანიას/ფაქტორინგულ პლატფორმას შეუჩეროს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები; ზ) ფაქტორინგულ კომპანიას/ფაქტორინგულ პლატფორმას გაუუქმოს რეგისტრაცია.

3.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით დაადგინოს ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის, ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორისა და ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი.

4.ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

წინა მუხლი 31შემდეგი მუხლი 33

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კომპლაიანს გუნდების ტრენინგი კრიპტო რეგულირებაზესერვისის გვერდი
  • სანქციების შესაბამისობასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-06

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 34

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფაქტორინგის შესახებ

  • 11ფაქტორინგული კომპანიის საქმიანობის ზედამხედველობა და რეგულირება
  • 7ფაქტორინგული კომპანიის საქმიანობა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 9¹დარღვევები და სანქციები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 46სანქციები

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 55¹დარღვევები და სანქციები
  • 43საქართველოს ეროვნული ბანკის დამატებითი უფლებამოსილება

დაზღვევის შესახებ

  • 21¹დარღვევები და სანქციები

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 33საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა)

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 30ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა)

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 30დარღვევები და სანქციები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 82საზედამხედველო ორგანოს მიერ სანქციების დაკისრების უფლებამოსილება

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 29ეროვნული ბანკის მიერ პირისთვის სანქციის (ფულადი ჯარიმის) დაკისრების უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3055¹439¹21¹30468233293411732
მითითებამნიშვნელობით ახლოსფაქტორინგის შესახებმიკროსაფინანსო ორგანიზ…საგადახდო სისტემისა და…ფასიანი ქაღალდების ბაზ…დაზღვევის შესახებმიკრობანკების საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 6 აპრ. 2026