Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიკრობანკების საქმიანობის შესახებმუხლი 22

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 22. მიკრობანკის დირექტორატი

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მიკრობანკის ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლობა ევალებათ მიკრობანკის დირექტორებს. ისინი პასუხისმგებელი არიან მიკრობანკის საქმეების მართვისა და მისი ფუნქციების შესრულებისთვის. მიკრობანკის დირექტორატი შედგება არანაკლებ 3 დირექტორისგან, რომლებსაც ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო არაუმეტეს 4 წლის ვადით. მათი განმეორებით დანიშვნა შეუზღუდავია.

2.მიკრობანკის დირექტორატის სტრუქტურაში უნდა იყოს გენერალური დირექტორი, რომელსაც ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო.

3.მიკრობანკის დირექტორატის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დირექტორატის წევრობისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-7 მუხლითა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ადმინისტრატორთა შესაფერისობის მოთხოვნებს.

4.მიკრობანკის დირექტორატის წევრი მიკრობანკის საქმეებს კეთილსინდისიერად უნდა უძღვებოდეს, მიკრობანკზე ისე უნდა ზრუნავდეს, როგორც ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე პირი, და მიკრობანკის სტაბილურობის ინტერესების შესაბამისად უნდა მოქმედებდეს. ამ მოვალეობების ბრალეული შეუსრულებლობით მიყენებული ზიანისთვის დირექტორატის წევრები მიკრობანკის წინაშე სოლიდარულად აგებენ პასუხს. დირექტორი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, თუ იგი თავისი ქმედებით აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებას ასრულებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან საერთო კრების გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ან იცოდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ზიანის მიყენებას გამოიწვევდა, მაგრამ ამის თაობაზე არ შეატყობინა საერთო კრებას გადაწყვეტილების მიღებამდე ან აღსრულებამდე.

5.მიკრობანკის დირექტორატს აქვს უფლება, კონკრეტულ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე განახორციელოს თავისი უფლებამოსილების (გარდა მიკრობანკის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული ძირითადი უფლებამოსილებისა) სხვისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ დელეგირება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №5

  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 21მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭო
  • 20მიკრობანკის კორპორაციული მართვა
  • 23აუდიტის კომიტეტი

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 15დირექტორატი
  • 14სამეთვალყურეო საბჭო
  • 5კომერციული ბანკის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 9გამგეობა
  • 8სამეთვალყურეო საბჭო
  • 10საკრედიტო კომიტეტი

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 7საბჭოს შემადგენლობა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 7ეროვნული ბანკის მმართველობა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 7შესაფერისობის კრიტერიუმები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
981071514577721202322
მითითებამნიშვნელობით ახლოსმიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…არასაბანკო სადეპოზიტო …დეპოზიტების დაზღვევის …საქართველოს ეროვნული ბ…მიკროსაფინანსო ორგანიზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026