1.პროკურატურის სისტემის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფისა და მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების მიზნით მთავარი პროკურორი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია შექმნას პროკურატურის ორგანოებში დასაქმების მსურველ პირთა მონაცემების ერთიანი ბაზა.
2.პროკურატურის ორგანოებში დასაქმების მსურველ პირთა მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნის წესს მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი №659 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

