Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადასაქმების ხელშეწყობის შესახებმუხლი 21

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 21. სამუშაოს მაძიებლის შესახებ მონაცემების დამუშავება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:AI დასაქმებაში

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ამ კანონით გათვალისწინებული სამუშაოს მაძიებლის შესახებ მონაცემები მისი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ინახება შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში.

2.პირის სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციისას აუცილებელია, მან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაცხადოს თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების ამ კანონის მიზნებისთვის დამუშავებაზე.

3.სააგენტო ვალდებულია მის ხელთ არსებული შრომის ბაზრისა და დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების შედეგების თაობაზე ინფორმაცია (სტატისტიკური მონაცემები) წინასწარ, შეთანხმებული შინაარსითა და ფორმატით წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

4.სააგენტოს მიერ წარმოებული მონაცემთა რეესტრი მოიცავს: ა) სამუშაოს მაძიებლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მისი რეგისტრაციის თარიღს და დასაქმების ვადას; ბ) ინფორმაციას სამუშაოს მაძიებლის დასაქმების მიზნით განხორციელებული დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ; გ) ინფორმაციას დამსაქმებლისა და მის მიერ სამუშაოს მაძიებლისთვის შეთავაზებული ვაკანსიის თაობაზე, აგრეთვე ინფორმაციას ამ ვაკანსიისთვის მოთხოვნილი პროფესიის, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების შესახებ; დ) ინფორმაციას შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებელთა სტრუქტურის თაობაზე; ე) ინფორმაციას სამუშაოს მაძიებლის მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის შესახებ; ვ) სხვა ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ კანონის მიზნების მისაღწევად.

5.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამუშავებს სააგენტოს მიერ მიწოდებულ შრომის ბაზრისა და დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების შედეგების თაობაზე ინფორმაციას, მას შრომის ბაზრის ყოველწლიური ანგარიშის ფარგლებში წარუდგენს საქართველოს მთავრობას და უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის საჯაროობას.

6.სააგენტო უზრუნველყოფს სამუშაოს მაძიებლის შესახებ მონაცემების დამუშავების პროცესის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონით გათვალისწინებული სამუშაოს მაძიებლის შესახებ მონაცემები მისი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ინახება შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში. 2. პირის სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციისას აუცილებელია, მან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაცხადოს თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების ამ კანონის მიზნებისთვის დამუშავებაზე. 3. სააგენტო ვალდებულია მის ხელთ არსებული შრომის ბაზრისა და დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების შედეგების თაობაზე ინფორმაცია (სტატისტიკური მონაცემები) წინასწარ, შეთანხმებული შინაარსითა და ფორმატით წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. 4. სააგენტოს მიერ წარმოებული მონაცემთა რეესტრი მოიცავს: ა) სამუშაოს მაძიებლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მისი რეგისტრაციის თარიღს და დასაქმების ვადას; ბ) ინფორმაციას სამუშაოს მაძიებლის დასაქმების მიზნით განხორციელებული დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ; გ) ინფორმაციას დამსაქმებლისა და მის მიერ სამუშაოს მაძიებლისთვის შეთავაზებული ვაკანსიის თაობაზე, აგრეთვე ინფორმაციას ამ ვაკანსიისთვის მოთხოვნილი პროფესიის, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების შესახებ; დ) ინფორმაციას შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებელთა სტრუქტურის თაობაზე; ე) ინფორმაციას სამუშაოს მაძიებლის მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის შესახებ; ვ) სხვა ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ კანონის მიზნების მისაღწევად. 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამუშავებს სააგენტოს მიერ მიწოდებულ შრომის ბაზრისა და დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების შედეგების თაობაზე ინფორმაციას, მას შრომის ბაზრის ყოველწლიური ანგარიშის ფარგლებში წარუდგენს საქართველოს მთავრობას და უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის საჯაროობას. 6. სააგენტო უზრუნველყოფს სამუშაოს მაძიებლის შესახებ მონაცემების დამუშავების პროცესის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 21 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ავტომატიზებული გადაწყვეტილების მიღება (სამუშაო ადგილი)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №6

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 22ინფორმირება
  • 24დასაქმების შესაძლებლობის შეფასება
  • 38სამუშაოს მაძიებლის მოვალეობები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 28მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის შეტყობინება
  • 5მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
  • 24მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება მონაცემთა უშუალოდ მისგან შეგროვების შემთხვევაში

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 11² (დანართი 1)დაქირავებულ პირთა რეესტრი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 21მონაცემთა სუბიექტის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის უფლება
  • 4მონაცემთა დამუშავების პრინციპები

პროფესიული კავშირების შესახებ

  • 11დასაქმების ხელშეწყობის უფლება

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 20³ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის წარმოების პრინციპები

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 26ინფორმაციის გაცემის ვალდებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20³11² (…21426112224382852421
მნიშვნელობით ახლოსდასაქმების ხელშეწყობის…პერსონალურ მონაცემთა დ…გადასახადების ადმინისტ…პერსონალურ მონაცემთა დ…პროფესიული კავშირების …საჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026