1.მოძრაობის დაწყების, ზოლიდან ზოლში გადასვლის, მოხვევის (მობრუნების) და გაჩერების წინ, მძღოლი ვალდებულია ჩართოს სიგნალების შესაბამისი მიმართულების შუქური მოხვევის მაჩვენებლები, ხოლო თუ ისინი არ არის ან გამოსულია მწყობრიდან, ანიშნოს ხელით. ამასთან, მანევრი უნდა იყოს უსაფრთხო, რათა მოძრაობის სხვა მონაწილეებს არ შეექმნათ დაბრკოლება. მარცხნივ მოხვევის (მობრუნების) სიგნალს შეესაბამება გვერდზე გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალი მიეცემა ზემოთ აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელით.
2.მოხვევის მაჩვენებლებით ან ხელით სიგნალი მიეცემა დროულად, მანევრის დაწყების წინ და წყდება მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ). ამასთან, სიგნალმა შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მოძრაობის სხვა მონაწილეები. სიგნალის მიცემა მძღოლს არ აძლევს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან.
3.მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი გზას უთმობს მასზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითსა და ველოსიპედისტს, რომლებსაც უჭრის გზას.
4.მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად ზოლიდან ზოლში გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს თანმხვედრ სატრანსპორტო საშუალებას. ერთი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა ზოლიდან ზოლში ერთდროულად გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს მარჯვნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალებას.
5.მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასასვლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული.
6.მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული, თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგების არსებობის შემთხვევაში მობრუნება სრულდება ამ ვაკისზე, თუ 5.8.1, 5.8.2 ნიშნებით მოძრაობის სხვა წესრიგი არ არის დადგენილი. ამასთან, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება.
7.მოხვევა სრულდება ისე, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება არ აღმოჩნდეს საპირისპირო მოძრაობის მხარეს. მარჯვნივ მოხვევისას სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან.
8.თუ თავისი გაბარიტის ან სხვა მიზეზთა გამო, სატრანსპორტო საშუალება ვერ ასრულებს მოხვევას ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასაშვებია ამ წესებიდან გადახვევა, თუ უზრუნველყოფილი იქნება მოძრაობის უსაფრთხოება და დაბრკოლება არ შეექმნება სხვა სატრანსპორტო საშუალებებს.
9.გზაჯვარედინის მიღმა, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპიროდ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ტრამვაის. თუ გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მანევრისათვის, ეს უკანასკნელი შეიძლება შესრულდეს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირიდან (მარჯვენა გვერდულიდან). ამასთან, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს თანმხვედრი და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.
10.თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლი გზას უთმობს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება.
11.დამუხრუჭების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლი, რომელიც აპირებს მოხვევას, დროულად უნდა გადაადგილდეს ამ ზოლზე და შემდეგ შეანელოს სიჩქარე.
12.გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლი ამ ზოლზე მოძრაობისას და მეზობელ ზოლზე გადაადგილებისას გზას უთმობს მასზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.
13.მობრუნება აკრძალულია:
ა) ქვეითთა გადასასვლელზე;
ბ) გვირაბში;
გ) ხიდზე, გზაჯვარედინზე, ესტაკადაზე და მის ქვეშ;
დ) რკინიგზის გადასასვლელზე;
ე) გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია;
ვ) იმ ადგილას, სადაც გასაჩერებელი პუნქტია.
14.სატრანსპორტო საშუალების უკუსვლით მოძრაობა ნებადართულია, თუ ეს მანევრი უსაფრთხოა და დაბრკოლებას არ უქმნის მოძრაობის სხვა მონაწილეებს. უკუსვლით მოძრაობა აკრძალულია გზაჯვარედინზე და ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობა, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევას ორივე მძღოლის ქმედებამ შეუწყო ხელი?
დავა შეეხებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე ავტომობილის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ შემთხვევის დადგომას ორივე მძღოლის ქმედებამ შეუწყო ხელი, თუმცა მოპასუხეთა ბრალის ხარისხის გათვალისწინებით მათ ძირითადი მოსარჩელის ზიანის ანაზღაურება სოლიდარულად მართებულად დაეკისრათ. სასამართლომ ასევე განმარტა ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული სასამართლო აქტის მნიშვნელობა სამოქალაქო დავაში. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.
რა წინაპირობებით გამოაქვს სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობისას?
სადაზღვევო კომპანიამ ავტოსაგზაო შემთხვევით დაზიანებული ავტომობილის აღდგენისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება მოითხოვა. დავის მთავარი საპროცესო საკითხი იყო, იურიდიულად ამართლებდა თუ არა სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტები მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დამატებითი თანხის დაკისრებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტები მოთხოვნას ამართლებდა, მათ შორის იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტომობილს ახალი ნაწილები ესაჭიროებოდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების განჩინება სსსკ-ის 410-ე მუხლით უცვლელად დარჩა.
რა პირობებში ამტკიცებს საკასაციო სასამართლო მხარეთა მორიგებას და წყვეტს საქმის წარმოებას?
დავა შეეხებოდა ავტოსაგზაო შემთხვევით ავტომობილის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. საკასაციო საჩივრის არსებითად მოსმენის დაწყებამდე მხარეები მორიგდნენ. უზენაესმა სასამართლომ მორიგება დაამტკიცა, საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება გააუქმა და საქმის წარმოება შეწყვიტა.
მოწოდებულია მხოლოდ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, საიდანაც სამართლებრივი საკითხი და პალატის დასაბუთება არ ირკვევა. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სააპელაციო განაჩენი უცვლელად დატოვა. საბოლოო სასჯელის შინაარსი სარეზოლუციო ნაწილში მითითებული არ არის.
საქმე ეხება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობისთვის მსჯავრდების დასაბუთებას, დამატებითი ჯარიმის კანონიერებასა და სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო მოთხოვნის განხილვას. საკასაციო პალატამ მსჯავრდება ძალაში დატოვა და დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნა არასაიმედო ფაქტობრივი საფუძვლის გამო არ გაიზიარა. პალატამ მსჯავრდებულს მოუხსნა დამატებითი ჯარიმა და გააუქმა დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის დაკისრება; ძალაში დარჩა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა და სამი წლით ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევა.
საკასაციო პალატამ შეაფასა ავტოსაგზაო შემთხვევით ადამიანის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე მოწმეთა წინააღმდეგობრივი ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები. პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები მტკიცებულებათა ერთობლიობიდან უტყუარად არ გამომდინარეობდა და განაჩენი დაუსაბუთებელი იყო. მან საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სააპელაციო განაჩენი გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა; საბოლოო სასჯელი არ განუსაზღვრავს.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მოძრაობის დაწყების, ზოლიდან ზოლში გადასვლის, მოხვევის (მობრუნების) და გაჩერების წინ, მძღოლი ვალდებულია ჩართოს სიგნალების შესაბამისი მიმართულების შუქური მოხვევის მაჩვენებლები, ხოლო თუ ისინი არ არის ან გამოსულია მწყობრიდან, ანიშნოს ხელით. ამასთან, მანევრი უნდა იყოს უსაფრთხო, რათა მოძრაობის სხვა მონაწილეებს არ შეექმნათ დაბრკოლება. მარცხნივ მოხვევის (მობრუნების) სიგნალს შეესაბამება გვერდზე გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალი მიეცემა ზემოთ აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელით.2. მოხვევის მაჩვენებლებით ან ხელით სიგნალი მიეცემა დროულად, მანევრის დაწყების წინ და წყდება მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ). ამასთან, სიგნალმა შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მოძრაობის სხვა მონაწილეები. სიგნალის მიცემა მძღოლს არ აძლევს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან.3. მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი გზას უთმობს მასზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითსა და ველოსიპედისტს, რომლებსაც უჭრის გზას.4. მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად ზოლიდან ზოლში გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს თანმხვედრ სატრანსპორტო საშუალებას. ერთი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა ზოლიდან ზოლში ერთდროულად გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს მარჯვნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალებას.5. მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასასვლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული.6. მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული, თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგების არსებობის შემთხვევაში მობრუნება სრულდება ამ ვაკისზე, თუ 5.8.1, 5.8.2 ნიშნებით მოძრაობის სხვა წესრიგი არ არის დადგენილი. ამასთან, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება.7. მოხვევა სრულდება ისე, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება არ აღმოჩნდეს საპირისპირო მოძრაობის მხარეს. მარჯვნივ მოხვევისას სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან.8. თუ თავისი გაბარიტის ან სხვა მიზეზთა გამო, სატრანსპორტო საშუალება ვერ ასრულებს მოხვევას ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასაშვებია ამ წესებიდან გადახვევა, თუ უზრუნველყოფილი იქნება მოძრაობის უსაფრთხოება და დაბრკოლება არ შეექმნება სხვა სატრანსპორტო საშუალებებს.9. გზაჯვარედინის მიღმა, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპიროდ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ტრამვაის. თუ გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მანევრისათვის, ეს უკანასკნელი შეიძლება შესრულდეს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირიდან (მარჯვენა გვერდულიდან). ამასთან, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს თანმხვედრი და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.10. თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლი გზას უთმობს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება.11. დამუხრუჭების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლი, რომელიც აპირებს მოხვევას, დროულად უნდა გადაადგილდეს ამ ზოლზე და შემდეგ შეანელოს სიჩქარე.12. გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლი ამ ზოლზე მოძრაობისას და მეზობელ ზოლზე გადაადგილებისას გზას უთმობს მასზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.13. მობრუნება აკრძალულია:ა) ქვეითთა გადასასვლელზე;ბ) გვირაბში;გ) ხიდზე, გზაჯვარედინზე, ესტაკადაზე და მის ქვეშ;დ) რკინიგზის გადასასვლელზე;ე) გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია;ვ) იმ ადგილას, სადაც გასაჩერებელი პუნქტია.14. სატრანსპორტო საშუალების უკუსვლით მოძრაობა ნებადართულია, თუ ეს მანევრი უსაფრთხოა და დაბრკოლებას არ უქმნის მოძრაობის სხვა მონაწილეებს. უკუსვლით მოძრაობა აკრძალულია გზაჯვარედინზე და ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 16 ივნ. 1999-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის უსაფრ…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს გარემოს და…საქართველოს სარკინიგზო…“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს ადმინისტრა…