Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკერძო დაცვითი საქმიანობის შესახებმუხლი 23

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

მუხლი 23. იარაღის გამოყენების უფლება

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მცველს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული იარაღი.

2.მცველს უფლება აქვს გამოიყენოს იარაღი: ა) მოქალაქისა და თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ბ) იარაღის წართმევის აღსაკვეთად; გ) დანაშაულის აღსაკვეთად, ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს მცველს ან ცდილობს გაქცევას; დ) დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოგერიებისას; ე) მოქალაქეთა დაცვისას საშიშ ცხოველთა თავდასხმისაგან; ვ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად; ზ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დასაზიანებლად, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის დაცვის ობიექტს, მძღოლი კი არ ემორჩილება მცველის არაერთგზის მოთხოვნას, გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება (მხოლოდ დაცულ ტერიტორიაზე).

3.იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.

4.გაფრთხილების გარეშე იარაღის გამოყენება შეიძლება: ა) შეიარაღებული საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებებით მოულოდნელი თავდასხმისას; ბ) თუ დამნაშავე დაკავების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობას უწევს მცველს; გ) შეიარაღებული დაკავებულის გაქცევისას; დ) დაცვის ობიექტზე თავდასხმისას.

5.დაუშვებელია მცველის მიერ იარაღის გამოყენება სხვისი დაშავების საფრთხის შემცველ ადგილას ანდა ცეცხლსაშიშ ან აფეთქებასაშიშ ადგილას, აგრეთვე ორსულობის, მცირეწლოვანების, ხანდაზმულობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის აშკარა ნიშნის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი შეიარაღებულ თავდასხმას ახორციელებს, რაც საფრთხეს უქმნის მცველის ან სხვა პირის სიცოცხლეს.

6.იარაღის გამოყენების შემთხვევაში მცველი ვალდებულია ყოველი ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად.

7.მცველი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს იარაღის გამოყენების შესახებ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №848 – ვებგვერდი, 03.07.2025წ. თავი VII. დაცვითი საქმიანობის კონტროლი და პასუხისმგებლობის ზომები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 3 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 აპრ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 3 ივლ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 24

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 9 დეკ. 2025 · №7

  • 1 ცვლილება · ბოლო 3 ივლ. 2025
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 21მცველის უფლება-მოვალეობანი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 26ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

თავდაცვის კოდექსი

  • 155ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 15ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

პოლიციის შესახებ

  • 34ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება
  • 31იძულების ღონისძიებების გამოყენების უფლება

იარაღის შესახებ

  • 32იარაღით მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი
  • 31იარაღის მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი

პენიტენციური კოდექსი

  • 64ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 60მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14⁴ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 18²დაცულ ტერიტორიებზე სპეციალური საშუალებებისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
323114⁴211518²343126601556423
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…თავდაცვის კოდექსისახელმწიფო დაცვის სპეც…პოლიციის შესახებიარაღის შესახებკერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025 · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026