Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებმუხლი 28

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 28. სატრანსპორტო საშუალებათა განლაგება სავალ ნაწილზე

რედაქცია №29კონსოლიდირებული · 24 დეკ. 2013

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.03.2014.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საგზაო მოძრაობის შესახებ

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.ურელსო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება მონიშვნით ან 5.1, 5.8.7, 5.8.8. ნიშნებით, ხოლო თუ ისინი არ არის – თვით მძღოლის მიერ, სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით. ამასთან, საპირისპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ მხარედ ითვლება მარცხნივ განლაგებული სავალი ნაწილის სიგანის ნახევარი.

2.გზაზე, რომელზედაც ოთხი ან მეტი ზოლი და ორმხრივი მოძრაობაა, აკრძალულია გზის სანაპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ მხარეზე გასვლა.

3.მონიშვნით (1.9 მონიშვნის გარდა) აღნიშნულ სამზოლიან გზაზე, სადაც ორმხრივი მოძრაობაა და შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ნებადართულია ამ ზოლზე გასვლა მხოლოდ გასწრების, შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. აკრძალულია საპირისპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ უკიდურეს მარცხენა ზოლზე გადასვლა.

4.მძღოლი მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია.

5.სატრანსპორტო საშუალება, რომლის მოძრაობის სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს, ან რომელიც ტექნიკური მდგომარეობის გამო ვერ ავითარებს ამ სიჩქარეს, უნდა მოძრაობდეს განაპირა მარჯვენა ზოლზე, იმ შემთხვევების გარდა, როცა ხორციელდება შემოვლა, გასწრება, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების წინ გადაჯგუფება.

6.მოძრაობა ნებადართულია თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე, რომელიც მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე მდებარეობს, თუ მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის ყველა ზოლი დაკავებულია, აგრეთვე შემოვლის, გასწრების, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრამვაის ლიანდაგზე გასვლა აკრძალულია.

7.თუ სავალი ნაწილი მონიშვნის ხაზებითაა ზოლებად დაყოფილი, სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს მკაცრად მონიშნულ ზოლებზე. მონიშვნის წყვეტილ ხაზებზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გადაჯგუფების დროს.

8.იმ გზაზე მოხვევის დროს, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა, მძღოლმა ისე უნდა ატაროს სატრანსპორტო საშუალება, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას მან განაპირა მარჯვენა ზოლი დაიკავოს. გადაჯგუფება დაიშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მძღოლი დარწმუნდება რომ მოცემული მიმართულებით მოძრაობა ნებადართულია სხვა ზოლებზეც.

9.აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გვერდულაზე, ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე (ამ კანონის 31-ე მუხლის პირველი და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა). ნებადართულია საგზაო-საექსპლუატაციო და კომუნალური სამსახურების ავტომობილების მოძრაობა უშუალოდ გვერდულასთან, ტროტუართან ან ქვეითთა ბილიკთან განლაგებულ სავაჭრო და სხვა საწარმოებსა და ობიექტებთან, ტვირთის მიმტანი სატრანსპორტო საშუალებების უმოკლესი გზით მიდგომა, თუ ამისათვის სხვა შესაძლებლობა არ არსებობს. ამასთან, მძღოლმა უნდა უზრუნველყოს მოძრაობის უსაფრთხოება.

10.მძღოლი მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებამდე იცავს დისტანციას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს თავიდან აიცილოს შეჯახება. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა.

11.დაუსახლებელ პუნქტში გზაზე მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომლის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/სთ-ს, ვალდებულია დაიცვას მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებამდე ისეთი დისტანცია, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც მათ წინ უსწრებენ, დაუბრკოლებლად შეეძლოთ ადრე დაკავებულ ზოლზე გადაჯგუფება. ეს მოთხოვნა არ მოქმედებს, თუ მძღოლი გასასწრებად ემზადება, აგრეთვე ინტენსიური მოძრაობის დროს და ორგანიზებულ სატრანსპორტო კოლონაში მოძრაობისას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ურელსო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება მონიშვნით ან 5.1, 5.8.7, 5.8.8. ნიშნებით, ხოლო თუ ისინი არ არის – თვით მძღოლის მიერ, სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით. ამასთან, საპირისპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ მხარედ ითვლება მარცხნივ განლაგებული სავალი ნაწილის სიგანის ნახევარი. 2. გზაზე, რომელზედაც ოთხი ან მეტი ზოლი და ორმხრივი მოძრაობაა, აკრძალულია გზის სანაპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ მხარეზე გასვლა. 3. მონიშვნით (1.9 მონიშვნის გარდა) აღნიშნულ სამზოლიან გზაზე, სადაც ორმხრივი მოძრაობაა და შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ნებადართულია ამ ზოლზე გასვლა მხოლოდ გასწრების, შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. აკრძალულია საპირისპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ უკიდურეს მარცხენა ზოლზე გადასვლა. 4. მძღოლი მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია. 5. სატრანსპორტო საშუალება, რომლის მოძრაობის სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს, ან რომელიც ტექნიკური მდგომარეობის გამო ვერ ავითარებს ამ სიჩქარეს, უნდა მოძრაობდეს განაპირა მარჯვენა ზოლზე, იმ შემთხვევების გარდა, როცა ხორციელდება შემოვლა, გასწრება, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების წინ გადაჯგუფება. 6. მოძრაობა ნებადართულია თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე, რომელიც მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე მდებარეობს, თუ მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის ყველა ზოლი დაკავებულია, აგრეთვე შემოვლის, გასწრების, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრამვაის ლიანდაგზე გასვლა აკრძალულია. 7. თუ სავალი ნაწილი მონიშვნის ხაზებითაა ზოლებად დაყოფილი, სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს მკაცრად მონიშნულ ზოლებზე. მონიშვნის წყვეტილ ხაზებზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გადაჯგუფების დროს. 8. იმ გზაზე მოხვევის დროს, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა, მძღოლმა ისე უნდა ატაროს სატრანსპორტო საშუალება, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას მან განაპირა მარჯვენა ზოლი დაიკავოს. გადაჯგუფება დაიშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მძღოლი დარწმუნდება რომ მოცემული მიმართულებით მოძრაობა ნებადართულია სხვა ზოლებზეც. 9. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გვერდულაზე, ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე (ამ კანონის 31-ე მუხლის პირველი და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა). ნებადართულია საგზაო-საექსპლუატაციო და კომუნალური სამსახურების ავტომობილების მოძრაობა უშუალოდ გვერდულასთან, ტროტუართან ან ქვეითთა ბილიკთან განლაგებულ სავაჭრო და სხვა საწარმოებსა და ობიექტებთან, ტვირთის მიმტანი სატრანსპორტო საშუალებების უმოკლესი გზით მიდგომა, თუ ამისათვის სხვა შესაძლებლობა არ არსებობს. ამასთან, მძღოლმა უნდა უზრუნველყოს მოძრაობის უსაფრთხოება. 10. მძღოლი მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებამდე იცავს დისტანციას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს თავიდან აიცილოს შეჯახება. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა. 11. დაუსახლებელ პუნქტში გზაზე მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომლის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/სთ-ს, ვალდებულია დაიცვას მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებამდე ისეთი დისტანცია, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც მათ წინ უსწრებენ, დაუბრკოლებლად შეეძლოთ ადრე დაკავებულ ზოლზე გადაჯგუფება. ეს მოთხოვნა არ მოქმედებს, თუ მძღოლი გასასწრებად ემზადება, აგრეთვე ინტენსიური მოძრაობის დროს და ორგანიზებულ სატრანსპორტო კოლონაში მოძრაობისას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 16 ივნ. 1999-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 27შემდეგი მუხლი 29

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 24 დეკ. 2013 · №29

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 27მუხლი 31მუხლი 43

მიუთითებენ მასზე

მუხლი 22

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 31სატრანსპორტო საშუალების გზაზე განლაგება
  • 41სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული სპეციალური წესები
  • 37გაჩერება და დგომა

საავტომობილო გზების შესახებ

  • 16შეზღუდვა და აკრძალვები საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის
  • 15საავტომობილო გზებით სარგებლობის წესი
  • 22საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში შეუთანხმებელი მოქმედების აკრძალვა

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ

  • 9შეზღუდვა და აკრძალვები ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის
  • 14ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში შეუთანხმებელი მოქმედების აკრძალვა
  • 8ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით სარგებლობის წესი

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 59მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი დებულებანი

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 27 (დანართი 1)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 125სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
592731432212516152231413727 (დ…91428
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის უსაფრ…საგზაო მოძრაობის შესახ…საავტომობილო გზების შე…ადგილობრივი მნიშვნელობ…საქართველოს სარკინიგზო…სახელმწიფო საზღვრის რე…