“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 174

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გადასაზიდად წარდგენამდე­­ ტვირთგამგზავნი პაკეტზე აკეთებს გამგზავნის, სპეციალურ და სარკინიგზო ნიშანდებას. თუ პაკეტში არსებულ თითოეულ სატვირთო ადგილზე არის ტვირთგამგზავნის ნიშანდება, რომელიც ხელმისაწვდომია ვიზუალური კონტროლისთვის, სატვირთო ადგილის გაუხსნელად, პაკეტზე ამგვარი ნიშანდება აუცილებელი არ არის.

2.ტვირთის თვისებები, აგრეთვე დატვირთვა-გადმოტვირთვისა და სასაწყობო სამუშაოს შესრულებისას მისი გადაადგილების წესი, აღინიშნება ტექსტის ან ნახატის სახით შესრულებული სპეციალური ნიშანდებით.

3.თუ ტვირთი გადაიზიდება სავაგონო გზავნილებით, სარკინიგზო ნიშანდებას პაკეტზე აკეთებს ტვირთგამგზავნი, – ტვირთის გადასაზიდად წარდგენამდე, ხოლო, თუ ტვირთი გადასაზიდად წარდგენილია წვრილმან გზავნილებად, – გაგზავნის სადგური, ტვირთის გადასაზიდად მიღებისას.

4.სარკინიგზო ნიშანდება კეთდება წილადი რიცხვის სახით, რომლის მრიცხველში ტვირთის გასაგზავნად მიღების დავთრის მიხედვით მიეთითება სადგურის მიერ შეტყობინებული რიგითი ნომერი და ტირეთი გზავნილში პაკეტების რაოდენობა, ხოლო მნიშვნელში – გაგზავნის სადგურის კოდი.

5.გამგზავნისა და სარკინიგზო ნიშანდება პაკეტზე კეთდება ჩამოურეცხავი საღებავით ან მასზე მჭიდროდ მიმაგრებული იარლიყით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17152012167648069832178171120100174
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა