Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგზაო მოძრაობის შესახებმუხლი 34

საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 34. გასწრება და რიგებში მოძრაობა

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სატრანსპორტო და უსაფრთხოების დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516171819

1.გასწრება უნდა განხორციელდეს მარცხენა მხრიდან. მარჯვენა მხრიდან გასწრება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ მძღოლმა, რომელსაც უსწრებენ, მისცა სიგნალი, რომ მარცხნივ მოხვევას აპირებს, და თავისი სატრანსპორტო საშუალება ისე მიმართა, რომ შეუხვიოს სხვა გზაზე ან შევიდეს გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ან გაჩერდეს ამ მხარეს.

2.საკმარისი ადგილის არსებობისას ველოსიპედის მძღოლს უფლება აქვს, გაჩერებულ ან დაბალი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს მარჯვენა მხრიდან შემოუაროს.

3.გასწრების დაწყებამდე მძღოლი, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 32-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, უნდა დარწმუნდეს, რომ: ა) მის უკან მომავალი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გასწრება არ დაუწყია; ბ) მოძრაობის იმავე ზოლზე მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ მიუცია სიგნალი, რომ აპირებს, გაუსწროს სხვა სატრანსპორტო საშუალებას. აკრძალულია იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც ახორციელებს გასწრე­ბას ან დაბრკოლების შემოვლას; გ) მას შეუძლია გასწრება ისე განახორციელოს, რომ არ შეუქმნას საფრთხე ან დაბრკოლება სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. იგი აგრეთვე უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, საკმარის მანძილზე თავისუფალია და ორი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეთა ფარდობა საკმარისად მოკლე დროში გასწრების საშუალებას იძლევა; დ) იმ ზოლზე გასვლის შემთხვევის გარდა, რომელზედაც საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია, მას შეუძლია კვლავ დაიკავოს ამ კანონის 31-ე მუხლის მე-10−მე-12 პუნქტებში მითითებული ადგილი, ისე, რომ არ შეუქმნას საფრთხე გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებას; ე) გასწრების დამთავრების შემდეგ გასასწრები სატრანსპორტო საშუალე­ბისათვის დაბრკოლების შეუქმნელად შეძლებს ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლზე დაბრუნებას, თუ აღნიშნულ ვალდებულებას ითვალისწინებს ეს კანონი.

4.აკრძალულია გასწრება შეზღუდული ხილვადობის პირობებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ადგილებში არსებობს შესაბამისი გრძივი მონიშვნა და გასწრება ხდება საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლებზე გაუსვლელად.

5.უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასწრების მომენტში მძღოლმა გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებას/საშუალებებს უნდა დაუტოვოს საკმარისი გვერდითი სივრცე.

6.თუ გზაზე, რომელზედაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სულ მცირე ორი ზოლია, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც გასწრების დამთავრების შემდეგ ამ კანონის 31-ე მუხლის მე-10−მე-12 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა შესასრულებლად ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლზე დაბრუნებისთანავე ან დაბრუნებიდან მოკლე დროში მოუწევს ახალი გასწრების დაწყება, ამ მანევრის შესასრულებლად შეუძლია დარჩეს პირველი გასწრების დროს დაკავებულ მოძრაობის ზოლზე, თუ წინასწარ დარწმუნდება, რომ ეს არ შეუქმნის დაბრკოლებას მის უკან მეტი სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.

7.თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოძრაობის ინტენსივობა ისეთია, რომ სატრანსპორტო საშუალებებს არათუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სავალი ნაწილის მთელი სიგანე უკავიათ, არამედ ისეთი სიჩქარით მოძრაობენ, რომელიც დამოკიდებულია მოცემულ რიგში მათ წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე: ა) ის ფაქტი, რომ ერთი მოძრაობის ზოლის სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობს მეტი სიჩქარით, ვიდრე სხვა მოძრაობის ზოლის სატრანსპორტო საშუალებები, არ განიხილება, როგორც ამ მუხლით გათვალისწინებული გასწრება, თუმცა აღნიშნული ფაქტი არ ათავისუფლებს მძღოლს ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან; ბ) იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც არ იმყოფება სავალი ნაწილის მარჯვენა კიდის უახლოეს მოძრაობის ზოლზე, შეუძლია გამოვიდეს რიგიდან მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის ან სადგომზე გასვლის მიზნით.

8.თუ სავალი ნაწილი მოძრაობის ზოლებად დაყოფილია საგზაო მონიშვნის ხაზებით, ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით რიგებში მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს მონიშნულ მოძრაობის ზოლებზე. საგზაო მონიშვნის (წყვეტილი ხაზების) გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ დაბრკოლების შემოვლის, გასწრების, მარცხნივ ან მარჯვნივ მოხვევის, გაჩერების ან მობრუნების მანევრის შესრულებისას.

9.ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია: ა) წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა: ა.ა) ამ კანონით გათვალისწინებული მარჯვნიდან ნებადართული გასწრების შემთხვევისა; ა.ბ) იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება გზაზე, რომელზე მოძრაობის დროსაც მძღოლს ენიჭება გზაჯვარედინზე უპირატესი მოძრაობის უფლება; ა.გ) იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად; ბ) რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ადგილებში მოძრაობა რეგულირდება ისეთი ტიპის შუქნიშნით, რომელიც გზაჯვარედინებზე გამოიყენება; გ) იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც ახორციელებს გასწრე­ბას ან შემოვლას; დ) გასწრების ამკრძალავი ნიშნით ან მონიშვნით განსაზღვრულ ადგილზე; ე) შეზღუდული ხილვადობის პირობებში საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით; ვ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარემოების არსებობისას.

10.ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აკრძალვები არ ვრცელდება ორთვლიანი ველოსიპედის, ორთვლიანი მოპედისა და ორთვლიანი უეტლო მოტოციკლის გასწრების შემთხვევებზე.

11.სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც უახლოვდება ქვეითთა გადასასვლელს ან რომელიც შეჩერდა უშუალოდ ამ გადასასვლელის წინ, გაუსწროს მხოლოდ საკმარისად შემცირებული სიჩქარით, რათა უზრუნველყოს დროული გაჩერება გადასასვლელზე ქვეითის აღმოჩენის შემთხვევაში. აკრძალულია ქვეითთა გადასასვლელზე გასწრება, თუ მასზე ქვეითი მოძრაობს.

12.მძღოლი, რომელიც დარწმუნდება, რომ მის უკან მომავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გასწრებას აპირებს, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, შეძლებისდაგვარად უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდეს და არ უნდა გაზარდოს სიჩქარე. თუ გზის არასაკმარისი სიგანე, პროფილი ან სავალი ნაწილის მდგომარეობა, საპირისპირო მიმართულების მოძრაობის ინტენსივობის გათვალისწინებით, არ იძლევა ნელმავალი ან დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალების ადვილად და უსაფრთხოდ გასწრების საშუალებას, ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა შეანელოს მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში პირველივე შესაძლებლობისას დაუთმოს გზა მის უკან მომავალ სატრანსპორტო საშუალებებს.

13.ამ კანონის 31-ე მუხლით (გარდა მე-5 პუნქტისა) დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში გზაზე, სადაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის არანაკლებ ორი მოძრაობის ზოლია და ისინი აღნიშნულია გრძივი მონიშვნით, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მისთვის უფრო მოსახერხებელი მოძრაობის ზოლით (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა). სხვა მოძრაობის ზოლზე ის უნდა გადავიდეს მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის, გასწრების, გაჩერების ან დგომის მანევრის შესრულების მარეგულირებელი წესების შესაბამისად.

14.ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის ზოლებში სატრანსპორტო საშუალების უფრო სწრაფი მოძრაობა, ვიდრე სავალი ნაწილის კიდესთან ახლოს მდებარე ზოლებში მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისა, არ ითვლება გასწრებად ამ მუხლის შინაარსით, თუმცა მასზე ვრცელდება ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

15.ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ავტომაგისტრალზე, მასთან გათანაბრებული საავტომობილო მოძრაობისათვის განკუთვნილ და 5.3 საგზაო ნიშნით მონიშნულ იმ გზაზე, რომელიც მიმდებარე ტერიტორიებს არ ემსახურება, აგრეთვე ნებისმიერ გზაზე, რომელზედაც მოძრაობის ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ-ს აღემატება.

16.გასასწრები სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძა­ლება, ხელი შეუშალოს გასწრებას მოძრაობის სიჩქარის მომატებით ან სხვა მოქმედებით.

17.თუ გასწრებისას აღმოჩნდა დაბრკოლება ან საფრთხე, რომლის გათვალისწინება მძღოლს არ შეეძლო გასწრების დაწყებამდე, ან თუ მან ვერ შეძლო სიტუაციის სწორი შეფასება, მძღოლი ვალდებულია შეწყვიტოს გასწრება. თუ მძღოლმა გასწრება შეწყვიტა და ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლში დაბრუნებას აპირებს, მის უკან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა მას უნდა მისცენ ამის შესაძლებლობა.

18.გზაზე ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით გაჩერებული ოპერატიული ან ჩართული ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით გაჩერებული სპეციალური ან საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის სატრანსპორტო საშუალების, ნელა მოძრავი ტექნიკური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების ან კომუნალური სამსახურის საგზაო სამუშაოების შემსრულებლის გასწრება, შემოვლა ან მისთვის გვერდის აქცევა, სავალ ნაწილზე მისი განლაგების, სიტუაციისა და საფრთხის გათვალისწინებით, ნებადართულია როგორც მარჯვნიდან, ისე მარცხნიდან, მიუხედავად აღნიშნულ გზის მონაკვეთზე არსებული საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნის მოთხოვნებისა.

19.დაუსახლებელ პუნქტში, თანმხვედრი მიმართულებით მხოლოდ ერთი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მოძრაობს მოცემულ გზის მონაკვეთზე ნებადართულ მაქსიმალურ სიჩქარეზე დაბალი სიჩქარით, და მძღოლმა, რომლის სატრანსპორტო საშუალების ან სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის გაბარიტული სიგრძე აღემატება 7 მეტრს, გასწრების გასაადვილებლად, გასწრების დაწყების ან განხორციელების მომენტის გარდა, თავის სატრანსპორტო საშუალებასა და წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის უნდა დაიცვან ისეთი დისტანცია, რომ მათ გამსწრებ სხვა სატრანსპორტო საშუალებას სრული უსაფრთხოების დაცვით შეეძლოს, დაიკავოს განსაზღვრული ადგილი რიგში, გადასწრებული სატრანსპორტო საშუალების წინ. ეს წესი არ გამოიყენება ინტენსიური მოძრაობისა და გასწრების აკრძალვის შემთხვევებში. საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3487 - ვებგვერდი, 14.05.2015წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

წინა მუხლი 33შემდეგი მუხლი 35

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან მიმალვა (მუხლი 276)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის მიტოვება (მუხლი 276 / ადმ. 123)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №36

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 20მუხლი 31მუხლი 32

მიუთითებენ მასზე

მუხლი 31მუხლი 25

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 32მოძრაობის დაწყება და მანევრებთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები
  • 35შემხვედრისთვის გვერდის აქცევა
  • 37გაჩერება და დგომა

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 30გასწრება, შემხვედრის გვერდის აქცევა
  • 32გზაჯვარედინის გავლა
  • 27მოძრაობის დაწყება, მანევრირება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 250სატრანსპორტო საშუალების მართვისაგან ჩამოშორება ან/და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა
  • 127ქვეითად მოსიარულის ან საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა, აგრეთვე საავტომობილო გზის გასწვრივ პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 29ზოგადი მოთხოვნები ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას
  • 30რეაგირება დარღვევის შესახებ მიღებულ ინფორმაციაზე

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 12ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 23იარაღის გამოყენების უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1230322723250127313220253537293034
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს გარემოს და…ფინანსური პოლიციის შეს…კერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026