საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 45¹. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №29კონსოლიდირებული · 24 დეკ. 2013

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.2004 წლის 13 სექტემბრიდან 2015 წლის 1 მარტამდე, ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ის სატრანსპორტო საშუალებები: ა) რომლებითაც ხორციელდება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11, მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული გადაყვანა/გადაზიდვა, აგრეთვე იმავე კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვა; ბ) რომელთაც 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობა აქვთ.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება შეიძლება განხორციელდეს ნებაყოფლობით.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება არ არის სავალდებულო, არ გამოიყენება ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებასთან და მის დამადასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებით.

4.2007 წლის 1 მარტამდე: ა) აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა გამოსცეს ნორმატიული აქტი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების მიმართ წაყენებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ფორმის შემუშავება და დამტკიცება.

5.2007 წლის 1 ივნისამდე ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნებისა და ტესტირების მეთოდების შესახებ, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება; ბ) სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობის შესახებ; გ) ტესტირების ფირნიშების ფორმისა და დამზადების წესის შესახებ; დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების შესახებ.

6.ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის (აქტების) ძალაში შესვლამდე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ფირნიშების ფორმა, მათი დამზადების წესი და ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება არსებული წესების შესაბამისად, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები – საქართველოში მოქმედი სტანდარტების მიხედვით.

7.ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტების ძალაში შესვლამდე ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადასტურებელ ფირნიშს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ფირნიშის საფასური განისაზღვროს 1 ლარის ოდენობით და იგი ჩაირიცხოს სააგენტოს ანგარიშზე. საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №513 - სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.150 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2964 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.112 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4221 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.54 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4602 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.106 საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5941 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.48 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №890 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.316 საქართველოს 2012 წლის 27 დეკემბრის კანონი №174 - ვებგვერდი, 30.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1846 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2015 წლის 1 მარტამდე, ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ის სატრანსპორტო საშუალებები: ა) რომლებითაც ხორციელდება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11, მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული გადაყვანა/გადაზიდვა, აგრეთვე იმავე კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვა; ბ) რომელთაც 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობა აქვთ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება შეიძლება განხორციელდეს ნებაყოფლობით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება არ არის სავალდებულო, არ გამოიყენება ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებასთან და მის დამადასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებით. 4. 2007 წლის 1 მარტამდე: ა) აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა გამოსცეს ნორმატიული აქტი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების მიმართ წაყენებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ფორმის შემუშავება და დამტკიცება. 5. 2007 წლის 1 ივნისამდე ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნებისა და ტესტირების მეთოდების შესახებ, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება; ბ) სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობის შესახებ; გ) ტესტირების ფირნიშების ფორმისა და დამზადების წესის შესახებ; დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების შესახებ. 6. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის (აქტების) ძალაში შესვლამდე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ფირნიშების ფორმა, მათი დამზადების წესი და ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება არსებული წესების შესაბამისად, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები – საქართველოში მოქმედი სტანდარტების მიხედვით. 7. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტების ძალაში შესვლამდე ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადასტურებელ ფირნიშს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ფირნიშის საფასური განისაზღვროს 1 ლარის ოდენობით და იგი ჩაირიცხოს სააგენტოს ანგარიშზე. საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №513 - სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.150 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2964 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.112 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4221 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.54 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4602 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.106 საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5941 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.48 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №890 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.316 საქართველოს 2012 წლის 27 დეკემბრის კანონი №174 - ვებგვერდი, 30.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1846 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28 · ძალაშია 28 დეკ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 აპრ. 2007 – 1 იან. 2009 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 იან. 2007

    მე-3 პუნქტში „საბუთი“ შეიცვალა „დოკუმენტით“, ხოლო მე-4–მე-6 პუნქტების გარდამავალი დავალებები ახლებურად განისაზღვრა: აკრედიტაციის ცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია 2007 წლის 1 მარტამდე გამოსცემენ მითითებულ აქტებს, მე-6 პუნქტი გარდამავალ წესს ადგენს და დაემატა მე-7 პუნქტი ფირნიშების გაცემის შესახებ.

  2. 45¹ მუხლის პირველ პუნქტში ტესტირების ბოლო ვადა 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე გადაიწია, ხოლო „ა“ ქვეპუნქტის მითითებულ პუნქტებს დაემატა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტი; „ამავე“ „იმავე“-თი შეიცვალა.

  3. 45¹ მუხლის პირველ პუნქტში სავალდებულო პერიოდული ტესტირების დასრულების თარიღი 2009 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე გადაიწია; დანარჩენი ტექსტი უცვლელია.

  4. მე-7 პუნქტში ფირნიშის გამცემად საპატრულო პოლიციის ნაცვლად განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. დაემატა ფირნიშის 1-ლარიანი საფასური, რომელიც სააგენტოს ანგარიშზე ირიცხება.

  5. 45¹ მუხლს დაემატა მე-4–მე-6 პუნქტები, რომლებიც სამინისტროს, აკრედიტაციის ცენტრსა და საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციას ავალებს შესაბამისი წესებისა და ნორმატიული აქტების გამოცემას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6411213131085³69103606311131845¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საგზაო მოძრაობის შესახ…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს სარკინიგზო…პოლიციის შესახებ