Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებმუხლი 21

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 21. სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები. თანამდებობის პირთა ვალდებულებანი

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 24 დეკ. 2013
თემები:თვითმფრინავის რეგისტრაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516

1.მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

2.მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა (ტრამვაისა და ტროლეიბუსის გარდა) და მისაბმელის სპეციალურ ადგილებზე კეთდება შესაბამისი ნიმუშის სარეგისტრაციო ნიშნები, ხოლო ავტომობილზე, დამატებით, საქარე მინის ქვედა მარცხენა კუთხეში თავსდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში.

3.საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიზნით, საგზაო მოძრაობის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა და აღჭურვილობა უნდა უპასუხებდეს შესაბამის სტანდარტებსა და წესებს.

4.მგზავრთა გადასაყვანი ბორტის პლატფორმიანი სატვირთო ავტომობილი უნდა აღიჭურვოს იატაკიდან 0,3–0,5 მეტრ სიმაღლეზე და ბორტის ზედა ნაპირიდან არანაკლებ 0,3 მეტრზე დამაგრებული დასაჯდომებით, ხოლო ბავშვების გადაყვანისას ბორტების სიმაღლე იატაკიდან არ უნდა იყოს 0,8 მეტრზე ნაკლები. უკანა ან გვერდითი ბორტების გასწვრივ განლაგებულ დასაჯდომებს უნდა ჰქონდეთ მყარი საზურგეები.

5.სასწავლო ორგანიზაციის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ავტომობილის მართვის სწავლებისათვის გამოიყენება, უნდა აღიჭურვოს გადაბმულობის ამძრავითა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით.

6.ველოსიპედს უნდა ჰქონდეს გამართული მუხრუჭი, საჭე და ხმოვანი სიგნალი, აღიჭურვოს წინ – შუქამრეკლითა და თეთრი ფერის ფარნით ან ფარით (დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრაობისათვის), უკან – შუქამრეკლით ან წითელი ფერის ფარნით, ხოლო ორივე გვერდითი მხრიდან – ნარინჯისფერი ან წითელი ფერის შუქამრეკლით.

7.საჭაპნე ოთხთვალას უნდა ჰქონდეს კონსტრუქციით გათვალისწინებული გამართული სადგომი სამუხრუჭო მოწყობილობა და დაგორების საწინააღმდეგო საყრდენები, აღიჭურვოს წინ – ორი შუქამრეკლითა და თეთრი ფერის ფარნით, უკან – ორი შუქამრეკლით ან წითელი ფერის ფარნით.

8.ტრამვაისა და ტროლეიბუსზე კეთდება შესაბამისი უწყებების მიერ მიკუთვნებული სარეგისტრაციო ნომრები.

9.სატრანსპორტო საშუალებაზე მაგრდება საცნობი ნიშნები: ა) „ავტომატარებელი“ – კაბინის თავზე ჰორიზონტალურად განლაგებული, ერთმანეთისაგან 150-დან 300 მმ-დე დაშორებული, სამი ნარინჯისფერი ფარანი – მისაბმელიან სატვირთო ავტომობილსა და ბორბლიან ტრაქტორზე (1,4 ტონისა და მეტი კლასის), აგრეთვე შეუღლებულ ავტობუსსა და ტროლეიბუსზე; ბ) „კოტები“ – წვერით ზევით მიმართული თეთრი ფერის ტოლგვერდა სამკუთხედი წითელი ფერის არშიით, რომელშიც ჩაწერილია შავი ფერის ასო „კ“ (სამკუთხედის გვერდი არანაკლებ 200 მმ-ია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10) – იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს, რომელზედაც დამაგრებულია კოტებიანი სალტეები; გ) „ბავშვების გადაყვანა“ – ყვითელი ფერის კვადრატი წითელი არშიით (კვადრატის გვერდი არანაკლებ 250 მმ-ია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10), 1.21 საგზაო ნიშნის სიმბოლო შავი გამოსახულებით – ავტობუსის ან სატვირთო ავტომობილის წინა და უკანა მხარეს; დ) „ყრუ მძღოლი“ – წვერით ქვევით მიმართული, 160 მმ დიამეტრის, ყვითელი ფერის წრე შიგნით ჩახაზული შავი ფერის 40 მმ დიამეტრის სამი წრით, რომლებიც განლაგებულია წარმოსახვითი ტოლგვერდა სამკუთხედის კუთხეებში – იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც ყრუ-მუნჯი ან ყრუ მძღოლი მართავს; ე) „საშიში ტვირთი“ – 690X300 მმ ზომის სწორკუთხედი, რომლის მარჯვენა ნაწილის სიგანეა 400X300 მმ და შეღებილია ნარინჯისფრად, ხოლო მარცხენა ნაწილი – თეთრად, გარშემო შავი ფერის არშიით (სიგანე 15 მმ)– ასეთი ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს; ვ) „სასწავლო-სატრანსპორტო საშუალება“ – წვერით ზემოთ მიმართული თეთრი ფერის ტოლფერდა სამკუთხედი წითელი ფერის არშიით, რომელშიც ჩაწერილია შავი ფერის ასო „ს“ (სამკუთხედის გვერდი არანაკლებ 200 მმ-ია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10) – მართვის სწავლებისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს (აგრეთვე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილის სახურავზე ორმხრივი ნიშნის დაყენება); ზ) „სიჩქარის შეზღუდვა“ – 3.24 საგზაო ნიშნის შემცირებული ფერადი გამოსახულება, რომელზედაც მითითებულია ნებადართული მოძრაობის სიჩქარე (ნიშნის დიამეტრი არანაკლებ 160 მმ-ია, არშიის სიგანე – დიამეტრის 1/10)– იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძარის უკანა მხარეს, მარცხნივ, რომელსაც მართავს მძღოლად მუშაობის 2 წლამდე სტაჟის მქონე მძღოლი საშიში და მსხვილგაბარიტიანი ტვირთის გადატანისას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა ტექნიკური მახასიათებლით სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე ამ კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულზე ნაკლებია; თ) „მსხვილგაბარიტიანი ტვირთი“ – 400X400 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ფერის ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით; ი) „გრძელი სატრანსპორტო საშუალება“ – არანაკლებ 1200X200 მმ ზომის ყვითელი ფერის მართკუთხედი წითელი ფერის არშიით (სიგანე 40 მმ) და შუქამრეკლი ზედაპირით – იმ სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს, რომლის სიგრძე ტვირთით ან უმისოდ აღემატება 20 მეტრს, და ავტომატარებელზე ორი ან მეტი მისაბმელით. თუ აღნიშნული ზომის ნიშნის დადგმა შეუძლებელია, დასაშვებია დამაგრდეს არანაკლებ 600X200 მმ ზომის ორი ერთნაირი ნიშანი, სატრანსპორტო საშუალების ღერძის სიმეტრიულად.

10.მძღოლის სურვილისამებრ სატრანსპორტო საშუალებაზე მაგრდება საცნობი ნიშანი „ინვალიდი“ – ყვითელი ფერის კვადრატი 150 მმ-იანი გვერდით და 7.17 საგზაო ნიშნის სიმბოლო შავი ფერის გამოსახულებით – იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები მართავენ, ან ტრანსპორტზე, რომელსაც გადაჰყავს ინვალიდები.

11.მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირების დროს დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული წითელი და თეთრი ფერის 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით; დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი).

12.ხისტი საბუქსირო მოწყობილობის კონსტრუქცია უნდა შეესაბამებოდეს 25907-89 სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებს.

13.სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და ტექნიკური მდგომარეობისათვის პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს ეკრძალებათ: ა) ხაზზე გაუშვან ტექნიკურად გაუმართავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ექსპლუატაციაც აკრძალულია, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გადაკეთებულია დადგენილი წესების დარღვევით, ან არ არის დადგენილი წესით რეგისტრირებული, ანდა არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება; ბ) დაუშვან სატრანსპორტო საშუალების სამართავად პირი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა სახის სიმთვრალის მდგომარეობაშია, ან განიცდის იმ სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებას, რომლებიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, ანდა არის ავად, რაც ქმნის მოძრაობის უსაფრთხოების საშიშროებას, აგრეთვე ის პირი, რომელსაც არ აქვს მოცემული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; გ) ასფალტის, ცემენტ-ბეტონის საფარიან გზებზე მოძრაობისათვის გაუშვან ტრაქტორი და მუხლუხასვლიანი სხვა თვითმავალი მანქანები.

14.გზის, რკინიგზის გადასასვლელისა და სხვა საგზაო ნაგებობათა მდგომარეობისათვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან: ა) გზა, რკინიგზის გადასასვლელი და სხვა საგზაო ნაგებობანი შეინახონ მოძრაობისათვის უსაფრთხო მდგომარეობაში; ბ) მიიღონ ზომები მოძრაობისათვის შექმნილი დაბრკოლების დროულად აღმოფხვრისათვის, აგრეთვე გზის ცალკეულ მონაკვეთზე მოძრაობის აკრძალვისათვის ან შეზღუდვისათვის, თუ ამ გზით სარგებლობა ქმნის მოძრაობის უსაფრთხოების საშიშრობას.

15.გზაზე სამუშაოთა წარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან: ა) გზაზე სამუშაოს მიმდინარეობის ადგილზე უზრუნველყონ მოძრაობის უსაფრთხოება. ეს ადგილი, აგრეთვე იქ გაჩერებული საგზაო მანქანები, სამშენებლო მასალა, კონსტრუქციები და ა. შ., რომლებიც არ გააქვთ გზის მიღმა, აღჭურვონ შესაბამისი საგზაო ნიშნებით, მიმანიშნებელი და შესაღობი მოწყობილობებით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – დამატებითი წითელი და ყვითელი ფერის სასიგნალო სინათლეებით; ბ) სამუშაოს დამთავრებისას გზაზე უზრუნველყონ სატრანსპორტო საშუალებისა და ქვეითის უსაფრთხო მოძრაობა.

16.თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დადგენილი წესით, შესაბამის უწყებებთან ათანხმებენ: ა) ქალაქში და საავტომობილო გზაზე მოძრაობის ორგანიზების სქემებს; ბ) გზის, საგზაო ნაგებობათა მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის პროექტებს; გ) უშუალოდ გზასთან ჯიხურის დადგმას, ტრანსპარანტისა და პლაკატის გამოფენას, სარეკლამო დაფისა და სხვა საგნის დაყენებას, რომლებიც აუარესებენ ხილვადობას და აძნელებენ ქვეითის მოძრაობას; დ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მარშრუტებსა და გასაჩერებელ პუნქტებს (გაჩერებებს); ე) გზაზე მასობრივ, სპორტულ და სხვა ღონისძიებათა ჩატარებას; ვ) სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებას, მასზე სპეციალური მაშუქი და ხმოვანი სიგნალების დამაგრებას, სატრანსპორტო საშუალების ძარის გვერდებზე დახრილი თეთრი ზოლების დახაზვას; ზ) საშიში, მძიმეწონიანი და მსხვილგაბარიტიანი ტვირთის გადატანას; თ) ავტომატარებლის მოძრაობას, რომლის საერთო სიგრძე აღემატება 20 მეტრს, ან ორ- ან მეტმისაბმელიანი ავტომატარებლის მოძრაობას; ი) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სპეციალისტის, მართვის სწავლების ინსტრუქტორისა და მძღოლის მოსამზადებელ პროგრამებს; კ) გზების ნუსხას, რომლებზედაც აკრძალულია სასწავლო სვლა; ლ) გზაზე ნებისმიერი სახის სამუშაოს შესრულებას, რომელიც დაბრკოლებას უქმნის სატრანსპორტო საშუალებას ან ქვეითის მოძრაობას. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4221 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.54 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4602 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.106 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ №66, 03.12.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4216 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4686 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მარ. 2014· გამოქვეყნდა 3 იან. 2014
  2. 1 ივნ. 2011
  3. 15 აპრ. 2011· გამოქვეყნდა 10 მარ. 2011
  4. 1 იან. 2009· გამოქვეყნდა 12 იან. 2007
  5. 10 აპრ. 2007
  6. 10 ნოე. 2004
წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2013-12-24 · №29

1
ციტირებულია მუხლი
6
ცვლილება
ბოლო 2014-01-03
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 29

მიუთითებენ მასზე

მუხლი 45¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 20მძღოლის ზოგადი მოვალეობები
  • 13სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის ვალდებულებანი
  • 3საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 18სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი საწარმოს, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებანი
  • 53სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება
  • 47სატრანსპორტო საშუალების ტვირთი

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 2⁷—

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 10მოძრაობის უსაფრთხოება და რეგულირება
  • 9მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება
  • 5³საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის/საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელების წესი, შესაბამისი ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები და სანებართვო პირობები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 119სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 64გარდამავალი დებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
642945¹201331191095³1853472⁷21
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის უსაფრ…საგზაო მოძრაობის შესახ…სახელმწიფო საზღვრის რე…საავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 დეკ. 2013