საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 11. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება

რედაქცია №29კონსოლიდირებული · 24 დეკ. 2013

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ ტესტირების (საგამოცდო) ცენტრებში (შემდგომში – ტესტირების ცენტრი).

2.გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ ტესტირების ცენტრში, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის ან პირის იურიდიული მისამართის მიუხედავად.

3.ტესტირების ცენტრის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს განსაზღვრავს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი.

4.ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები (რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება), ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი, აგრეთვე სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნორმატიული აქტით.

5.გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიშების დამზადებასა და ტესტირების ცენტრისათვის გადაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ტესტირების ცენტრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. მოთხოვნაში უნდა მიეთითოს ფირნიშების რაოდენობა და უნდა დაერთოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6.ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელ ფირნიშს გასცემს ტესტირების ცენტრი.

7.საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებულ და დადგენილი წესით რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება არ ჩაუტარდება, თუ მის მფლობელს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული ჰქონდა ჯარიმა და იგი არ გადაუხდია დადგენილი წესით.

8.ტესტირების ცენტრისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია.

9.ტესტირების ცენტრი ვალდებულია ყოველი თვის 10 რიცხვამდე მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას წინა თვის განმავლობაში ტესტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით. საქართველოს 2000 წლის 27 სექტემბრის კანონი №513 - სსმ I, №35, 11.10.2000 წ., მუხ.101 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1754 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.233 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2964 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.112 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4221 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.54 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4602 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.106 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4216 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ ტესტირების (საგამოცდო) ცენტრებში (შემდგომში – ტესტირების ცენტრი). 2. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ ტესტირების ცენტრში, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის ან პირის იურიდიული მისამართის მიუხედავად. 3. ტესტირების ცენტრის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს განსაზღვრავს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი. 4. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები (რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება), ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი, აგრეთვე სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნორმატიული აქტით. 5. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიშების დამზადებასა და ტესტირების ცენტრისათვის გადაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ტესტირების ცენტრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. მოთხოვნაში უნდა მიეთითოს ფირნიშების რაოდენობა და უნდა დაერთოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 6. ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელ ფირნიშს გასცემს ტესტირების ცენტრი. 7. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებულ და დადგენილი წესით რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება არ ჩაუტარდება, თუ მის მფლობელს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული ჰქონდა ჯარიმა და იგი არ გადაუხდია დადგენილი წესით. 8. ტესტირების ცენტრისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია. 9. ტესტირების ცენტრი ვალდებულია ყოველი თვის 10 რიცხვამდე მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას წინა თვის განმავლობაში ტესტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით. საქართველოს 2000 წლის 27 სექტემბრის კანონი №513 - სსმ I, №35, 11.10.2000 წ., მუხ.101 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1754 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.233 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2964 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.112 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4221 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.54 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4602 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.106 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4216 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 15 აპრ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 აპრ. 2007 – 1 იან. 2009 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 3 იან. 2014
  2. · გამოქვეყნდა 10 მარ. 2011
  3. · გამოქვეყნდა 12 იან. 2007

    მე-5 პუნქტის ძველი ტექსტი ახლებურად ჩამოყალიბდა და მასში გაჩნდა ფირნიშების დამზადების, გაცემის, ჯარიმის გადაუხდელობის გამო ტესტირებაზე უარისა და პატრულ პოლიციასთან ინფორმაციის გაცვლის წესები (მე-5–მე-9 პუნქტები).

  4. მე-4 პუნქტში ტექნიკური მოთხოვნების, ფირნიშების ფორმისა და დამზადების წესის და ტესტირების პერიოდულობის განმსაზღვრელი ორგანო ახლა ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციაა, ხოლო „(აქტებით)“ ამოღებულია; მე-5 პუნქტში ფირნიშების დამზადება და გადაცემა იმავე ადმინისტრაციას ეკისრება.

  5. მე-11 მუხლში სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერება შეიცვალა გზისთვის ვარგისობაზე პერიოდული ტესტირებით აკრედიტებულ ცენტრებში; ტარიფები ამოღებულია, დაემატა ფირნიშების გადაცემის წესი და ერთლარიანი საფასური, ხოლო გადაუხდელი ჯარიმის წესი გადავიდა მე-5 პუნქტში.

  6. 11-ე მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვით ტექნიკური დათვალიერება არ ჩაუტარდება იმ რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის მფლობელსაც ტრანსპორტის დარგში სამართალდარღვევისთვის შეფარდებული ჯარიმა არ გადაუხდია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63⁶2845¹466²598969710211635519 (დ…11
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის უსაფრ…საგზაო მოძრაობის შესახ…საავტომობილო ტრანსპორტ…პროდუქტის უსაფრთხოების…სამშენებლო პროდუქტების…ელექტრონული კომუნიკაცი…