ადვოკატთა შესახებ

მუხლი 24. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უმაღლესი ორგანოა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება. საერთო კრება იმართება სულ მცირე წელიწადში ერთხელ და იგი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ასოციაციის არანაკლებ 800 წევრისა. კვორუმის არარსებობის შემთხვევაში 2 კვირის ვადაში მოიწვევა განმეორებითი საერთო კრება, რომელიც უფლებამოსილია, მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა.

2.საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3.საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით: ა) ამტკიცებს ასოციაციის წესდებას და შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები; ბ) ირჩევს და ათავისუფლებს ასოციაციის თავმჯდომარეს, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებს ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით; გ) ამტკიცებს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსსა და „ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ“ დებულებას; დ) ისმენს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ე) აწესებს საწევრო გადასახადის ფიქსირებულ ოდენობას. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55 საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2155 - სსმ I,  №51, 06.12.2005წ., მუხ.342 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I,  №38, 01.12.2009წ., მუხ.280

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 24-ე მუხლში დაწესდა საერთო კრების 800 წევრის კვორუმი და განმეორებითი კრების წესი, გადაწყვეტილებები უბრალო უმრავლესობით მიიღება, ხოლო კრების კომპეტენციები შემცირებული ჩამონათვლით გადავიდა მე-3 პუნქტში.

  2. მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია საერთო კრების მიერ ტესტირების თარიღის, წესისა და პროგრამის დამტკიცება; დარჩა საკვალიფიკაციო კომისიის დებულების დამტკიცება აღმასრულებელი საბჭოს წარდგინებით.

  3. პირველ პუნქტში უმაღლეს ორგანოდ დარჩა მხოლოდ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება, ხოლო მე-3 პუნქტი, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკების ასოციაციების საერთო კრების უფლებამოსილებებს ადგენდა, ამოღებულია. მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში ფორმულირება ერთეულ რიცხვში ჩამოყალიბდა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7262542206566643420191924
მნიშვნელობით ახლოსადვოკატთა შესახებსაქართველოს პატენტრწმუ…საერთო სასამართლოების …ნოტარიატის შესახებარასაბანკო სადეპოზიტო …პროკურატურის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა