Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებმუხლი 1

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2005
თემები:სამშენებლო ნებართვებისაკვები და სასმელიენერგიის წარმოებაადმინისტრაციული და მარეგულირებელი დანაშაულებიმედია შესაბამისობაალკოჰოლი და თამბაქო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ლიცენზირებადი და სანებართვო საქმიანობის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილების შეტანის, მათი მოქმედების შეჩერებისა და განახლების და მათი გაუქმების წესებს.

2.ამ კანონის მხოლოდ I, II, V და VIII თავები და 37-ე მუხლი ვრცელდება შემდეგ საქმიანობებსა და ორგანოებზე: ა) საქმიანობა, რომელსაც არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკი; ბ) საქმიანობა, რომელსაც არეგულირებს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია; გ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობა, რომელსაც არეგულირებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; დ) ნავთობისა და გაზის ოპერაციები, ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება, ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირება, რომელსაც „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არეგულირებს საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო; ე) საქმიანობა, რომელსაც არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ვ) სადაზღვევო საქმიანობა და დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობა, რომელსაც არეგულირებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური; ზ) აუდიტორული საქმიანობა, რომელსაც არეგულირებს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო.

3.ამ კანონის მხოლოდ I, II, V და VIII თავები და 37-ე მუხლი ვრცელდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათ შორის, ტყით სარგებლობის სფეროში ამ კანონის           მე-6 მუხლის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიებისა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვების გაცემისას საქართველოს სპეციალური კანონმდებლობით მოწესრიგებულ ურთიერთობებზე.

4.ამ კანონის მოქმედება არ ზღუდავს შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის საქართველოს სპეციალური საკანონმდებლო აქტებით დადგენილ წესებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებსა და ორგანოებთან დაკავშირებით.

5.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ სამეწარმეო საქმიანობის სახეებზე ლიცენზია შეიძლება გაიცეს განსაზღვრული ვადით, თუ ეს დადგენილია შესაბამისი კანონით. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1861 – სსმI, №3, 17.01.2003წ., მუხ.13

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 17 იან. 2003-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 ივლ. 2002 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

შემდეგი მუხლი 2

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • უკანონო სამეწარმეო საქმიანობა / მევახშეობა (მუხლი 192)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლიცენზირების დარღვევები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნავთობისა და გაზის სამართალი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მაუწყებლობის სტანდარტები და ლიცენზირება (GNCC)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2005 · №19

  • 3 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19მუხლი 37მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

კონკურენციის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

სამშენებლო საქმიანობის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 1კანონის მოქმედების სფერო და მიზანი

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 1ზოგადი დებულებანი

რეკლამის შესახებ

  • 2კანონის მიზანი და გამოყენების სფერო

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 2კანონის რეგულირების სფერო

მეწარმეთა შესახებ

  • 1კანონის

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო და მიზანი

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 2ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სამართლებრივი რეგულირება

რეგულირების საფასურის შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
193761121222111111
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამეწარმეო საქმიანობის…ლიცენზიებისა და ნებართ…კონკურენციის შესახებსამშენებლო საქმიანობის…ენერგეტიკისა და წყალმო…სააღმზრდელო საქმიანობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2005 · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026