ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ

მუხლი 6. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განკარგვა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიაირაკლი ღლონტიგიორგი ფანცულაია

1.ინდივიდუალური საკუთრება არ ექვემდებარება გასხვისებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში ცალკეულ მესაკუთრეთა წილის გარეშე.

2.არ შეიძლება ინდივიდუალური საკუთრების იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთვა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შესაბამისი წილის გარეშე.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ინდივიდუალური საკუთრების განკარგვის, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთვის შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ კანონით ან/და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ წესდების საფუძველზე დადგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განკარგვის შეზღუდვები.

4.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ცალკეული ობიექტი ან ნაწილი შეიძლება სარგებლობაში გადაეცეს მესამე პირს მხოლოდ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით დადგენილი წესების შესაბამისად.

5.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი შემდეგი ობიექტების სარგებლობაში გადაცემა: ა) კიბის უჯრედები და კიბეები; ბ) ლიფტები, სალიფტე თუ სხვაგვარი საერთო სარგებლობის შახტები და არხები; გ) საერთო სარგებლობის დერეფნები და გალერეები; დ) ტექნიკური სართულები, მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები, სახურავები; ე) მრავალბინიანი სახლის მომსახურე მექანიკური, ელექტრო-სანტექნიკური და სხვაგვარი მოწყობილობა-დანადგარები.

6.შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ან მესამე პირთა მიერ შეზღუდული სარგებლობის უფლებით დატვირთვა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • №2/1/43925.06.2008საოქმო ჩანაწერი(1, 2)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 22

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-600-20192019-11-1434
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    აგებენ თუ არა საერთო სახურავის თანამესაკუთრეები სოლიდარულად პასუხს სახურავიდან თოვლის ჩამოცვენით მიყენებული ზიანისთვის?

    მოსარჩელემ სასტუმროს ტიპის მრავალბინიანი შენობის სახურავიდან ჩამოცვენილი თოვლითა და ყინულით ავტომანქანის დაზიანებისათვის ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სახურავის თანამესაკუთრეები შენობიდან მომდინარე საფრთხის გამო სოლიდარულად აგებენ პასუხს, თუმცა დაზარალებულის მიერ გაფრთხილების უგულებელყოფამ ანაზღაურების მოცულობაზე იმოქმედა. სასამართლომ მხარეთა პასუხისმგებლობა თანაბრად განსაზღვრა და მოპასუხეებს სოლიდარულად დააკისრა 5 657 ლარის გადახდა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სასამართლომ სსსკ 411-ის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო დაკისრებული თანხის შენარჩუნების ნაწილში სსსკ 410 გამოიყენა.

  • №ას-824-20212023-10-1079
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    გამორიცხავს თუ არა ინდივიდუალურ ფართში სხვა შესასვლელის არსებობა ამხანაგობის წევრის უფლებას, ისარგებლოს საერთო სადარბაზოთი?

    მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულებიდან საერთო სარგებლობის სადარბაზოში გასასვლელით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ამხანაგობის წევრის საერთო ქონებით სარგებლობის უფლება არ არის დამოკიდებული მის ინდივიდუალურ ფართში სხვა შესასვლელის არსებობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასარკვევია, სადავო კარი თავდაპირველი პროექტით იყო გათვალისწინებული და შემდგომ დაიფარა, თუ მოსარჩელე საერთო კედელში ახალი ღიობის მოწყობას ითხოვს. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა თანხმობაა საჭირო ამხანაგობის საერთო ქონების მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის ან კიბის უჯრედის სარგებლობაში გადასაცემად?

    დავა შეეხებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, რომლებითაც ბინების მიმდებარე ღიობების გამოყენებისა და გადაცემის საკითხები გადაწყდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საერთო ქონების მნიშვნელოვანი სახეცვლილებისა და საერთო ქონებაში შემავალი კიბის უჯრედებისა და კიბეების სარგებლობაში გადაცემისთვის ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო. სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სრულად არ გამოუკვლევია სადავო ფართის დანიშნულება და მოსარჩელის უფლების შესაძლო შეზღუდვა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა თანხმობაა საჭირო ინდივიდუალური საკუთრების განვითარებისთვის, როდესაც სამუშაო საერთო ქონების დემონტაჟს ითვალისწინებს?

    დავა ეხებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობას, რომლითაც წევრს სარდაფში გასასვლელისა და კიბის მოწყობაზე თანხმობა მიეცა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური საკუთრების ისეთი განვითარებისთვის, რომელიც საერთო ქონების დემონტაჟს ითვალისწინებს, მოცემულ შემთხვევაში წევრთა ორი მესამედის გადაწყვეტილება იყო საჭირო, თუმცა კრებაზე წევრთა მოწვევის კანონიერებაც უნდა შემოწმებულიყო. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესისა და სავარაუდო ზიანის შეფასებისას ყველა მნიშვნელოვანი მტკიცებულება არ განიხილა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • №ას-547-20212023-03-3038
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეუძლია თუ არა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს მოითხოვოს საერთო აივანზე მიშენების დემონტაჟი ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ?

    მოსარჩელე ითხოვდა მრავალბინიანი სახლის საერთო სარგებლობის აივანზე უკანონოდ მიშენებული ფართის დემონტაჟით ხელშეშლის აღკვეთას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დავა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ სპეციალური კანონით წესრიგდება და საერთო ქონების თანამესაკუთრეს ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა შეუძლია. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა საერთო ფართით მხოლოდ მისი სარგებლობის მართლზომიერება, ხოლო ბინის მიშენებით შეძენამ იგი საერთო ფართის მესაკუთრედ ვერ აქცია. სასამართლომ საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა, სააპელაციო გადაწყვეტილება გააუქმა და სსსკ 411-ის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა.

  • დოქტრინული დასაშვებობა (T5)

    როდის არის საკასაციო საჩივარი დაუშვებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე?

    დავა შეეხებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთათვის მოსარჩელის კუთვნილ ფართთან დაკავშირებულ სამუშაოებზე თანხმობის მიცემის დავალდებულებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და დაადგინა, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ინდივიდუალური საკუთრება არ ექვემდებარება გასხვისებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში ცალკეულ მესაკუთრეთა წილის გარეშე. 2. არ შეიძლება ინდივიდუალური საკუთრების იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთვა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შესაბამისი წილის გარეშე. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ინდივიდუალური საკუთრების განკარგვის, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთვის შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ კანონით ან/და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ წესდების საფუძველზე დადგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განკარგვის შეზღუდვები. 4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ცალკეული ობიექტი ან ნაწილი შეიძლება სარგებლობაში გადაეცეს მესამე პირს მხოლოდ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით დადგენილი წესების შესაბამისად. 5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი შემდეგი ობიექტების სარგებლობაში გადაცემა: ა) კიბის უჯრედები და კიბეები; ბ) ლიფტები, სალიფტე თუ სხვაგვარი საერთო სარგებლობის შახტები და არხები; გ) საერთო სარგებლობის დერეფნები და გალერეები; დ) ტექნიკური სართულები, მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები, სახურავები; ე) მრავალბინიანი სახლის მომსახურე მექანიკური, ელექტრო-სანტექნიკური და სხვაგვარი მოწყობილობა-დანადგარები. 6. შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ან მესამე პირთა მიერ შეზღუდული სარგებლობის უფლებით დატვირთვა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 ნოე. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
57231731821160152551777 (და…4 (და…6
მნიშვნელობით ახლოსბინათმესაკუთრეთა ამხან…საჯარო რეესტრის შესახე…სახელმწიფო საკუთრებაში…საქართველოს სამოქალაქო…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა