იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 2. კანონის მიზნები და ამოცანები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის მიზნებია: ა) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნის უზრუნველყოფა; ბ) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მართვის მექანიზმის დარეგულირება.

2.ამ კანონის ამოცანებია: ა) თვითმყოფადი ბუნებრივი კულტურული გარემოსა და მისი ცალკეული კომპონენტების, უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების, არქეოლოგიური კომპლექსების, ბუნების იშვიათი ძეგლების დაცვის, აღდგენისა და შენარჩუნების ხელშეწყობა; ბ) იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; გ) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფარგლებში მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლის, დაცვისა და აღდგენის უზრუნველყოფა; დ) ბუნების ძეგლების დაცვისა და აღდგენისათვის, განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნისა და მონიტორინგის განხორციელების ხელშეწყობა. თავი II. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 17 მარ. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4417232222222
მნიშვნელობით ახლოსბუნების ძეგლების შექმნ…იმერეთის მღვიმეების და…კვერეთის აღკვეთილის შე…ჯავახეთის დაცული ტერიტ…კოლხეთის დაცული ტერიტო…ფშავ-ხევსურეთის დაცული…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა