1.კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) უზრუნველყოს კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნა;
ბ) დაარეგულიროს კოლხეთის დაცული ტერიტორიების მართვის მექანიზმი.
2.კანონის ძირითადი ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, კოლხეთის ბუნებრივი ან სახეცვლილი ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვასა და აღდგენას;
ბ) უზრუნველყოს კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების სამართლებრივი მექანიზმის ჩამოყალიბებას კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე;
დ) კოლხეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; მიმდებარე სანაპირო ზოლში ეკოლოგიური წონასწორობის შესანარჩუნებლად 5 საზღვაო მილის სიგანის ზღვის აკვატორიის დაცვა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტებისა და ძეგლების დაცვა და აღდგენა; წყლის ობიექტების ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და მონიტორინგის განხორციელება.
საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2371 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.129
თავი II. კომპეტენციათა გამიჯვნა კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მოწესრიგების სფეროში
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კანონის ძირითადი მიზნებია:ა) უზრუნველყოს კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნა;ბ) დაარეგულიროს კოლხეთის დაცული ტერიტორიების მართვის მექანიზმი.2. კანონის ძირითადი ამოცანებია:ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, კოლხეთის ბუნებრივი ან სახეცვლილი ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვასა და აღდგენას;ბ) უზრუნველყოს კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების სამართლებრივი მექანიზმის ჩამოყალიბებას კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე;დ) კოლხეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; მიმდებარე სანაპირო ზოლში ეკოლოგიური წონასწორობის შესანარჩუნებლად 5 საზღვაო მილის სიგანის ზღვის აკვატორიის დაცვა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტებისა და ძეგლების დაცვა და აღდგენა; წყლის ობიექტების ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და მონიტორინგის განხორციელება.საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2371 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.129თავი II. კომპეტენციათა გამიჯვნა კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მოწესრიგების სფეროში
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №15 · ძალაშია 14 მაი. 2013-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 21 სექ. 1999ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 1 ივლ. 2003
მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გენოფონდის დაცვის ობიექტი დაკონკრეტდა: ეს არის „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველები და ველური მცენარეები.
მნიშვნელობით ახლოსფშავ-ხევსურეთის დაცული…რაჭის დაცული ტერიტორიე…ჯავახეთის დაცული ტერიტ…ტანისა და თეძმის დაცულ…ერუშეთის დაცული ტერიტო…თრუსოს დაცული ლანდშაფტ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა