ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 20 სექ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნა; ბ) უზრუნველყოს ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) შექმნა; გ) მოაწესრიგოს ერუშეთის ეროვნული პარკისა და ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) მართვის მექანიზმები.

2.ამ კანონის ძირითადი ამოცანებია: ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს ერუშეთის ეროვნული პარკის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეცვლილი ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა სამყაროს და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით − საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და გლობალურ წითელ ნუსხაში შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების გენოფონდის დაცვა და აღდგენა, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკის ბუნებრივ გარემოსა და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისათვის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მექანიზმების ჩამოყალიბება; დ) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკისთვის მიკუთვნებული მიწის, წყლის, ცხოველთა სამყაროს და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენება; ე) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნულ პარკში განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ბუნებრივი, ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა, აღდგენა და მონიტორინგი; ვ) უზრუნველყოს უნიკალური და იშვიათი, ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნებისა და ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისაგან დაცვა; ზ) ხელი შეუწყოს ერუშეთის ეროვნულ პარკში და ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (დამხმარე ზონაში) ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 6 ოქტ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4222222222222
მნიშვნელობით ახლოსრაჭის დაცული ტერიტორიე…გურიის ეროვნული პარკის…თრუსოს დაცული ლანდშაფტ…ეგრისის ეროვნული პარკი…ფშავ-ხევსურეთის დაცული…კვერეთის აღკვეთილის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა