მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნა; ბ) მოაწესრიგოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (სამართლებრივი მექანიზმი); გ) შექმნას მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის სისტემა; დ) მოაწესრიგოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის მექანიზმები; ე) უზრუნველყოს ეკოსისტემური სერვისების დაცვისა და ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების განვითარების ხელშეწყობა.

2.ამ კანონის ძირითადი ამოცანაა, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ფარგლებში: ა) ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიითა და კულტურით გამორჩეული მაჭახელას ხეობის ტერიტორიის დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) უზრუნველყოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, განსაკუთრებით – გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკური და სახეობრივი მრავალფეროვნების დაცვა და აღდგენა; გ) უზრუნველყოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და რაციონალური გამოყენება, გარემოსდაცვითი განათლებისა და მეცნიერული კვლევისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, აგრეთვე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და კულტურის ძეგლებისა და განაშენიანების ტიპის დაცვა და შენარჩუნება; დ) ხელი შეუწყოს რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4432322221222
მნიშვნელობით ახლოსთრუსოს დაცული ლანდშაფტ…რაჭის დაცული ტერიტორიე…არაგვის დაცული ლანდშაფ…ტანისა და თეძმის დაცულ…ჯავახეთის დაცული ტერიტ…თუშეთის, ბაწარა-ბაბანე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა