Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპოლიციის შესახებმუხლი 33

პოლიციის შესახებ

მუხლი 33. სპეციალური საშუალებების გამოყენება

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 17 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.პოლიციელი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად იყენებს პასიურ და აქტიურ სპეციალურ საშუალებებს.

2.პასიური სპეციალური საშუალებები უზრუნველყოფს პოლიციელის ან/და მის მიერ დასაცავი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. ასეთი სპეციალური საშუალებებია: ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი, ფარი, აირწინაღი და სხეულის დაცვის სხვა სპეციალური საშუალებები.

3.აქტიური სპეციალური საშუალებები პირს მოკლე ვადით უსპობს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს ან/და პოლიციელს ეხმარება საპოლიციო ფუნქციის შესრულებაში. ასეთი სპეციალური  საშუალებებია: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და სასამსახურო ცხენი, ელექტროშოკური მოწყობილობა და შესაბოჭი ბადე. აღნიშნული სპეციალური საშუალებები გამოიყენება: ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს პოლიციელს, ან გაქცევას ცდილობს; დაკავებულის ან დაპატიმრებულის ბადრაგირებისას; თუ პირს თავისი საშიში მოქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს საკუთარ თავსა და სხვას; ბ) სპეციალური ხელკეტი – პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; დანაშაულის ჩამდენი ან მართლწესრიგის დამრღვევი პირის დაკავებისას, თუ იგი ბოროტად არ ემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; გ) ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი) – პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, დატოვოს დაკავებული ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს; დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა – სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, პირზე ან/და პოლიციელზე თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული წინააღმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად; შენობა-ნაგებობიდან, მიწის ნაკვეთიდან, სატრანსპორტო საშუალებიდან შეჭრილი დამნაშავის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის გამოსაძევებლად, უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის გასათავისუფლებლად; ე) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება – სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა პოლიციელის მოთხოვნა გაჩერების შესახებ და რომლის მოქმედებაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ან თუ ასეთი საშუალების გამოყენება აუცილებელია პროპორციული სამართლებრივი სიკეთის დასაცავად; ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება – დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას, დახურული სივრციდან უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის გასათავისუფლებლად; ზ) წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება – მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა პოლიციელის მოთხოვნა გაჩერების შესახებ, შეიარაღებული დამნაშავის დასაკავებლად; თ) სპეციალური საღებავი – დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად; ი) სასამსახურო ძაღლი – მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, დაკავებულის ან დაპატიმრებულის ბადრაგირებისას, პირზე ან/და პოლიციელზე თავდასხმის მოსაგერიებლად; კ) სასამსახურო ცხენი – დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, პატრულირებისას, მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად; ლ) ელექტროშოკური მოწყობილობა – პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მ) შესაბოჭი ბადე – სამართალდამრღვევის დევნისას, შეიარაღებული თავდასხმის მოსაგერიებლად, თავდამსხმელის შესაპყრობად.

4.პოლიციელი ვალდებულია სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ აცნობოს უშუალო უფროსსა და პროკურორს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ უშუალო უფროსისა და პროკურორისათვის შეტყობინება შეუძლებელია, დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან ან ხელს შეუშლის საპოლიციო ფუნქციის შესრულებას.

5.თუ სპეციალური საშუალება პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ გამოიყენება, ამის შესახებ ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა უნდა აცნობოს უშუალო უფროსსა და პროკურორს.

6.პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით.

წინა მუხლი 32შემდეგი მუხლი 34

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-03-17 · №45

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ფინანს… 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პოლიციის შესახებ

  • 31იძულების ღონისძიებების გამოყენების უფლება
  • 34ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 25სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება

თავდაცვის კოდექსი

  • 154სპეციალური საშუალების გამოყენების უფლება

პენიტენციური კოდექსი

  • 63სპეციალური საშუალებები და მათი გამოყენების წესი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 14სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 11სპეციალური საშუალებების გამოყენება
  • 9ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 22სპეციალური საშუალებებისა და ფიზიკური იძულების გამოყენება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14⁴ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 3⁵—

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 34არასრულწლოვნის წინააღმდეგ ძალის, სპეციალური საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შეზღუდვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11914⁴2214931343⁵34251546333
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ფინანსთა ს…საქართველოს სახელმწიფო…თავდაცვის კოდექსიპენიტენციური კოდექსისახელმწიფო დაცვის სპეც…ფინანსური პოლიციის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 მარ. 2026