Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაარასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიმუხლი 34

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

მუხლი 34. არასრულწლოვნის წინააღმდეგ ძალის, სპეციალური საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შეზღუდვა

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ოჯახური და არასრულწლოვანთა დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.აკრძალულია ძალისა და სპეციალური საშუალების გამოყენება არასრულწლოვნის დაკავებისას, სასამართლოში წარდგენისას, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ან სასჯელის აღსრულებისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არასრულწლოვნის დასაკავებლად, მის მიერ თვითდაზიანების ან/და სხვებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად ყველა სხვა საშუალება გამოყენებულია, მაგრამ უშედეგოდ, და კანონით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზანი სხვა, ნაკლები ზიანის გამომწვევი საშუალებით ვერ მიიღწევა.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ძალისა და სპეციალური საშუალების სახით დასაშვებია მხოლოდ ფიზიკური ძალის და ხელბორკილისა და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენება, ხოლო ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად, თავდასხმის მოსაგერიებლად და შეიარაღებული პირის დასაკავებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე ხელკეტი, შესაბოჭი ბადე, ცრემლსადენი გაზი ან/და წყალსატყორცნი.

3.არასრულწლოვნის წინააღმდეგ ძალა და სპეციალური საშუალება: ა) გამოყენებული უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით; ბ) გამოყენებული უნდა იქნეს კანონით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და, შესაბამისად, გარემოებების თანაზომიერი უნდა იყოს; გ) გამოყენებული არ უნდა იქნეს დამამცირებელი ან ღირსების შემლახავი ფორმით.

4.აკრძალულია არასრულწლოვნის  წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიარაღებულია და პირდაპირ, უშუალო და იმწუთიერ საფრთხეს უქმნის მესამე პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და სხვა საშუალებებით ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია. პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან არასრულწლოვნის გაქცევისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაუშვებელია.

5.პირი, რომელმაც ამ მუხლის საფუძველზე ძალა ან/და სპეციალური საშუალება გამოიყენა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს თავის უშუალო უფროსს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს. ამ პირის უშუალო უფროსი დაუყოვნებლივ  უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სამედიცინო შემოწმებას.

6.პირი, რომელმაც ძალა ან/და სპეციალური საშუალება გამოიყენა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ადგენს ოქმს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ ოქმში აღინიშნება გამოყენებული ძალა ან/და სპეციალური საშუალება, მისი გამოყენების დასაბუთება და სხვა მონაცემები.

7.ძალისა და სპეციალური საშუალების გამოყენების თითოეული შემთხვევა აღირიცხება შესაბამისი დაწესებულების ოფიციალურ სააღრიცხვო ჟურნალში და ხელმისაწვდომია არასრულწლოვნისათვის, მისი კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატისათვის, აგრეთვე სასამართლოსათვის და იმ ორგანოსათვის, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8.სპეციალური საშუალების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ სპეციალურად უფლებამოსილ პირს, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

რედაქციების შედარება

1. აკრძალულია ძალისა და სპეციალური საშუალების გამოყენება არასრულწლოვნის დაკავებისას, სასამართლოში წარდგენისას, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ან სასჯელის აღსრულებისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არასრულწლოვნის დასაკავებლად, მის მიერ თვითდაზიანების ან/და სხვებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად ყველა სხვა საშუალება გამოყენებულია, მაგრამ უშედეგოდ, და კანონით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზანი სხვა, ნაკლები ზიანის გამომწვევი საშუალებით ვერ მიიღწევა. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ძალისა და სპეციალური საშუალების სახით დასაშვებია მხოლოდ ფიზიკური ძალის და ხელბორკილისა და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენება, ხოლო ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად, თავდასხმის მოსაგერიებლად და შეიარაღებული პირის დასაკავებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე ხელკეტი, შესაბოჭი ბადე, ცრემლსადენი გაზი ან/და წყალსატყორცნი. 3. არასრულწლოვნის წინააღმდეგ ძალა და სპეციალური საშუალება: ა) გამოყენებული უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით; ბ) გამოყენებული უნდა იქნეს კანონით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და, შესაბამისად, გარემოებების თანაზომიერი უნდა იყოს; გ) გამოყენებული არ უნდა იქნეს დამამცირებელი ან ღირსების შემლახავი ფორმით. 4. აკრძალულია არასრულწლოვნის  წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიარაღებულია და პირდაპირ, უშუალო და იმწუთიერ საფრთხეს უქმნის მესამე პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და სხვა საშუალებებით ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია. პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან არასრულწლოვნის გაქცევისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაუშვებელია. 5. პირი, რომელმაც ამ მუხლის საფუძველზე ძალა ან/და სპეციალური საშუალება გამოიყენა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს თავის უშუალო უფროსს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს. ამ პირის უშუალო უფროსი დაუყოვნებლივ  უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სამედიცინო შემოწმებას. 6. პირი, რომელმაც ძალა ან/და სპეციალური საშუალება გამოიყენა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ადგენს ოქმს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ ოქმში აღინიშნება გამოყენებული ძალა ან/და სპეციალური საშუალება, მისი გამოყენების დასაბუთება და სხვა მონაცემები. 7. ძალისა და სპეციალური საშუალების გამოყენების თითოეული შემთხვევა აღირიცხება შესაბამისი დაწესებულების ოფიციალურ სააღრიცხვო ჟურნალში და ხელმისაწვდომია არასრულწლოვნისათვის, მისი კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატისათვის, აგრეთვე სასამართლოსათვის და იმ ორგანოსათვის, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. სპეციალური საშუალების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ სპეციალურად უფლებამოსილ პირს, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. კარი IV არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი საქმის სასამართლოში განხილვამდე თავი VI არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება

წინა მუხლი 33შემდეგი მუხლი 34¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მუხლი 171)6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №28

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პოლიციის შესახებ

  • 35იძულების ღონისძიებების გამოყენების შეზღუდვა
  • 33სპეციალური საშუალებების გამოყენება

თავდაცვის კოდექსი

  • 156იძულების ღონისძიების გამოყენების შეზღუდვა
  • 154სპეციალური საშუალების გამოყენების უფლება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14⁴ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება

პენიტენციური კოდექსი

  • 63სპეციალური საშუალებები და მათი გამოყენების წესი

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 22სპეციალური საშუალებებისა და ფიზიკური იძულების გამოყენება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 14სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 25სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 11სპეციალური საშუალებების გამოყენება
  • 9ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹²სასამართლოსათვის მიმართვა, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეზღუდვის, აგრეთვე არასრულწლოვნის მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11921¹²14⁴22143533251561546334
მნიშვნელობით ახლოსპოლიციის შესახებთავდაცვის კოდექსისააღსრულებო წარმოებათა…პენიტენციური კოდექსიკერძო დაცვითი საქმიანო…სახელმწიფო დაცვის სპეც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025