პოლიციის შესახებ

მუხლი 24. სპეციალური საპოლიციო კონტროლი

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 17 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა.

2.სპეციალური საპოლიციო კონტროლი არის პოლიციის მიერ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე და განსაზღვრული დროით, აგრეთვე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ტერიტორიაზე და სათანადო დროით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად განხორციელებული შემოწმება.

3.სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების შესახებ  წერილობით განკარგულებას გამოსცემს მინისტრი, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ზეპირ განკარგულებას გამოსცემს მინისტრი ან მისი ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირი. ასეთი ზეპირი განკარგულება 24 საათის განმავლობაში წერილობით უნდა გაფორმდეს.

4.სპეციალური საპოლიციო კონტროლისას ხორციელდება ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემოწმება და დათვალიერება.

5.სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას პოლიციელი აღჭურვილი უნდა იყოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

4
  • №1/9/130606.12.2018საოქმო ჩანაწერი(4, 1, 2)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქეები - გურამ იმნაძე და მარიამ ბეგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №2/21/87228.12.2017განჩინება(4, 1, 2)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქეები - სოფიკო ვერძეული, გურამ იმნაძე და გიორგი გვიმრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №87221.02.2017კონსტიტუციური სარჩელი
    პროცესუალური / დასაშვებობა
  • 57907.03.2014კონსტიტუციური სარჩელი(3)
    პროცესუალური / დასაშვებობა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • საკასაციო არსებითი (T2)

    რელიგიური კონგრესის ჩაშლასთან დაკავშირებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება და სხვა მოთხოვნები

    მოსარჩელეები მოითხოვდნენ მარნეულში რელიგიური კონგრესის ჩაშლასთან დაკავშირებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებასა და სხვა ქმედებების განხორციელებას. მოპასუხეებს შორის იყვნენ გენერალური პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთეს კონკრეტული სახელმწიფო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევა და პროკურატურის პასუხისმგებლობის წინაპირობები. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სარჩელის უარყოფის შესახებ ქვედა ინსტანციების შედეგი ძალაში დატოვა.

  • №3გ-ად-4292002-12-1816
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    დათხოვნის ბრძანებების ბათილობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს მიერ პოლიციელის დათხოვნის ბრძანებების ბათილობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ დათხოვნის კანონიერების შესაფასებლად არსებითია მოქალაქეთა პოლიციაში დაკავებისა და წარდგენის საფუძვლებისა და წესის გამოკვლევა. პალატამ აღნიშნა, რომ მოქალაქის წარდგენა არ იყო დოკუმენტირებული და შესაბამის ჟურნალში რეგისტრირებული. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • №ბს-750(კ-20)2022-06-0729
    დაუშვებლობა (T5)

    სპეციალური საპოლიციო კონტროლის ბრძანების ბათილად ცნობა და მორალური ზიანის ანაზღაურება

    მოსარჩელე შინაგან საქმეთა მინისტრის სპეციალური საპოლიციო კონტროლის ბრძანების ბათილად ცნობასა და ერთი ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ კონტროლის წინაპირობაა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა. პალატის შეფასებით, საჯარო ბრძანებაში კონკრეტული სავარაუდო დანაშაულისა და ტერიტორიის მითითებამ შესაძლოა ღონისძიების ეფექტურობა შეამციროს, ხოლო მოსარჩელისთვის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით ზიანის მიყენება არ დადასტურდა. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელი დარჩა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 ოქტ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30318522235212151318171324
მითითებამნიშვნელობით ახლოსპოლიციის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…სამართალდაცვით სფეროში…შემოსავლების სამსახური…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №45 · ბოლოს შემოწმდა