Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 15

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 15. ტრანსსასაზღვრო ვიზუალური კონტროლი

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.წინასწარ გაგზავნილი მოთხოვნის საფუძველზე საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურას შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს ვიზუალური კონტროლი იმ პირისა, რომელზედაც არსებობს ვარაუდი, რომ ის მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში, ან იმ პირისა, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი ზემოაღნიშნული პირის იდენტიფიკაციას და მისი ადგილმდებარეობის დადგენას, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით ამის ნებართვას გასცემს. საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია დააწესოს გარკვეული პირობები, რომელთა შესრულება იქნება ამგვარი ნებართვის გაცემის წინაპირობა.

2.საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია თავად განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვიზუალური კონტროლი.

3.საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია საზღვარგარეთის ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელოს ვიზუალური კონტროლი საქართველოს ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების ან საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად.

4.ვიზუალური კონტროლის განხორციელების მეთოდები და დეტალები განისაზღვრება საზღვარგარეთის მოცემული ქვეყნის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოსთან ამ მიზნით დადებული ინდივიდუალური შეთანხმებით, საქართველოსა და საზღვარგარეთის მოცემული ქვეყნის კანონმდებლობების დაცვით.

5.საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვიზუალური კონტროლი საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

6.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვიზუალური კონტროლი უნდა განხორციელდეს შემდეგი პირობების დაცვით: ა) ვიზუალური კონტროლის განმახორციელებელმა პირმა ვიზუალური კონტროლის განხორციელებისას უნდა დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და უნდა შეასრულოს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მითითებები; ბ) ვიზუალური კონტროლის განმახორციელებელი პირი უნდა ატარებდეს ვიზუალური კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელ სათანადო დოკუმენტს, რომელსაც გასცემს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო; გ) ვიზუალური კონტროლის განმახორციელებელ პირს ეკრძალება ვიზუალური კონტროლის კერძო საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებულ ადგილებში განხორციელება; დ) ვიზუალური კონტროლის განმახორციელებელ პირს უფლება არა აქვს, გააჩეროს, დაკითხოს ან დააკავოს ვიზუალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული პირი; ე) ვიზუალური კონტროლის განმახორციელებელმა პირმა ვიზუალური კონტროლის განხორციელებისა და შედეგების შესახებ ანგარიში პერიოდულად უნდა წარუდგინოს საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.

7.ამ მუხლის დებულებები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3945 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 1 აგვ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მარ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №6

  • 1 ცვლილება · ბოლო 15 ივლ. 2015
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 16სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის დაცვა
  • 12კონტროლირებადი მიწოდება
  • 14ოპერატიული მუშაკის განთავსება

პოლიციის შესახებ

  • 24სპეციალური საპოლიციო კონტროლი
  • 22ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 14კონტროლი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 11 (დანართი 4)
  • 31 (დანართი 1)
  • 5 (დანართი 1)

პენიტენციური კოდექსი

  • 58ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 12სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირება

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 33ობიექტის დათვალიერება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14242216121411 (დ…31 (დ…5 (და…12335815
მნიშვნელობით ახლოსსამართალდაცვით სფეროში…პოლიციის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო საზღვრის რე…პენიტენციური კოდექსიუცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026