Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპოლიციის შესახებმუხლი 22

პოლიციის შესახებ

მუხლი 22. ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 17 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას.

2.პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, თუ: ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ბ) პირი იმყოფება ამ კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის ან ობიექტის უშუალო სიახლოვეს, 20 მეტრის რადიუსში; გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იმ ადგილზე, სადაც პირი იმყოფება, იკრიბებიან საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირები, იმალებიან ძებნილები ან შესაძლებელია ჩადენილ იქნეს სამართალდარღვევა.

3.ზედაპირულ შემოწმებას ახორციელებს შესაბამისი სქესის პოლიციელი. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ზედაპირული შემოწმება შეიძლება განახორციელოს ნებისმიერმა პოლიციელმა მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით.

4.პოლიციის პრევენციული უფლებამოსილების ფარგლებში პოლიციელს უფლება აქვს, განახორციელოს ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება, თუ: ა) იგი ახორციელებს ამ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მფლობელის ზედაპირულ შემოწმებას; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებაში იმყოფება სამართალდამრღვევი ან უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდული პირი; გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებაში არის ნივთი, რომელიც ამოღებული უნდა იქნეს; დ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ეს ნივთი ან სატრანსპორტო საშუალება არის იქ, სადაც შესაძლებელია ჩადენილ იქნეს დანაშაული, რომლის თავიდან ასაცილებლადაც აუცილებელია ზედაპირული დათვალიერების განხორციელება.

5.ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება გულისხმობს ნივთის ან/და სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აგრეთვე მისი  საბარგულის ვიზუალურ დათვალიერებას.

6.ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირულ დათვალიერებას უნდა დაესწროს ამ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მფლობელი ან მისი ოჯახის წევრი.

7.პოლიციელი ვალდებულია პირს განუმარტოს ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიების კანონიერების გასაჩივრების უფლება.

8.პირის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეჩერების მომენტიდან 30 წუთს.

9.პოლიციელი ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიების განხორციელებისას ადგენს ოქმს. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი პოლიციელი და ღონისძიების ადრესატი, ხოლო ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების შემოწმების/დათვალიერების დროს ღონისძიების ადრესატის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში ოქმს ხელს აწერს მისი ოჯახის წევრი, ღონისძიების ადრესატის ოჯახის წევრის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში კი − მეზობელი. ოქმში უნდა მიეთითოს ღონისძიების მონაწილე პირები და ფაქტობრივი გარემოებები. ღონისძიების ადრესატის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმზე ხელმომწერ პირს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც უნდა დაადასტუროს ხელმოწერით. თუ შეუძლებელია შესამოწმებელი/დასათვალიერებელი ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ვინაობის დადგენა, პოლიციელი ამ მუხლით განსაზღვრულ ღონისძიებას ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირთა მონაწილეობის გარეშე ახორციელებს.

10.თუ ზედაპირული შემოწმების დროს წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, პოლიციელი ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით .

წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-03-17 · №45

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 23

მიუთითებენ მასზე

მუხლი 23მუხლი 24

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პოლიციის შესახებ

  • 23სპეციალური შემოწმება და დათვალიერება
  • 19პირის გამოკითხვა
  • 18პოლიციის პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 17ზედაპირული შემოწმება და ზედაპირული დათვალიერება
  • 18სპეციალური შემოწმება და დათვალიერება
  • 13სამსახურის მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 33ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილება

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 8გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან შეწყვეტა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 29ზოგადი მოთხოვნები ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 53ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თავისებურებანი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 121პირადი ჩხრეკა

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 13გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8121232419181329531718133322
მითითებამნიშვნელობით ახლოსპოლიციის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…სამოქალაქო უსაფრთხოები…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საქართველოს გარემოს და…არასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 მარ. 2026