Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებმუხლი 17

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

მუხლი 17. ზედაპირული შემოწმება და ზედაპირული დათვალიერება

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ზედაპირული შემოწმება გულისხმობს პირის ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას.

2.მოსამსახურე თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, თუ: ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ისეთი ნივთი, რომლის გადატანა საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ბ) პირი ამ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიის ან ობიექტის უშუალო სიახლოვეს, 20 მეტრის რადიუსში იმყოფება; გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იმ ადგილზე, სადაც პირი იმყოფება, სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაულის ჩადენისათვის ძებნილი პირი იმალება ან შესაძლებელია ჩადენილ იქნეს სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაული.

3.ზედაპირულ შემოწმებას ახორციელებს შესაბამისი სქესის უფლებამოსილი მოსამსახურე. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ზედაპირული შემოწმება შეიძლება განახორციელოს ნებისმიერმა უფლებამოსილმა მოსამსახურემ მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით.

4.მოსამსახურე თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია განახორციელოს ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება, თუ: ა) იგი ახორციელებს ამ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მფლობელის ზედაპირულ შემოწმებას; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებაში სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაულის ჩამდენი პირი იმყოფება; გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებაში არის ნივთი, რომელიც ამოღებული უნდა იქნეს; დ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ეს ნივთი ან სატრანსპორტო საშუალება არის იქ, სადაც შესაძლებელია ჩადენილ იქნეს სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაული, რომლის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ზედაპირული დათვალიერების განხორციელება.

5.ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება გულისხმობს ნივთის ან/და სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აგრეთვე მისი საბარგულის ვიზუალურ დათვალიერებას.

6.ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირულ დათვალიერებას უნდა დაესწროს ამ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მფლობელი ან მისი ოჯახის წევრი.

7.უფლებამოსილი მოსამსახურე ვალდებულია პირს განუმარტოს ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიების კანონიერების გასაჩივრების უფლება.

8.პირის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეჩერების მომენტიდან 30 წუთს.

9.უფლებამოსილი მოსამსახურე ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიების განხორციელების შემთხვევაში ადგენს ოქმს. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი უფლებამოსილი მოსამსახურე და ღონისძიების ადრესატი, ხოლო ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული შემოწმების/დათვალიერების დროს ღონისძიების ადრესატის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში – მისი ოჯახის წევრი, ღონისძიების ადრესატის ოჯახის წევრის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში კი − მეზობელი. ოქმში უნდა მიეთითოს ღონისძიების მონაწილე პირები და ფაქტობრივი გარემოებები. ღონისძიების ადრესატის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმის ხელმომწერ პირს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც ხელმოწერით უნდა დაადასტუროს. თუ შეუძლებელია შესამოწმებელი/დასათვალიერებელი ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ვინაობის დადგენა, უფლებამოსილი მოსამსახურე ამ მუხლით განსაზღვრულ ღონისძიებას ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირთა მონაწილეობის გარეშე ახორციელებს.

10.თუ ზედაპირული შემოწმების დროს წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, უფლებამოსილი მოსამსახურე ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 დეკ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 18

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №25

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 18

მიუთითებენ მასზე

მუხლი 18

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 18სპეციალური შემოწმება და დათვალიერება
  • 13სამსახურის მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება
  • 14პირის გამოკითხვა

პოლიციის შესახებ

  • 22ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება
  • 23სპეციალური შემოწმება და დათვალიერება
  • 19პირის გამოკითხვა

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 33ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 260დათვალიერება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 127შემთხვევისა და სხვა ადგილის დათვალიერება

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 7შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 30

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 30

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
301272602223191813147333017
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…პოლიციის შესახებსამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სისხლის სა…ინტელექტუალურ საკუთრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026