პოლიციის შესახებ

მუხლი 31. იძულების ღონისძიებების გამოყენების უფლება

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 17 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

გურანდა გრიგოლიასულხან კაპანაძენინო დარსაველიძე

1.პოლიციისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად პოლიციელი უფლებამოსილია პროპორციულად გამოიყენოს გამოსადეგი იძულების ღონისძიებები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას.

2.პოლიციელი უფლებამოსილია გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გავლილი აქვს სპეციალური მომზადება.

3.პოლიციელი ვალდებულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.

4.იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ამასთანავე, იძულების ღონისძიების გამოყენებისას პოლიციელი უნდა შეეცადოს, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს.

5.პოლიციელი ვალდებულია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს იძულების ღონისძიებების გამოყენებით დაზიანებულ პირს.

6.პოლიციელს ეკრძალება ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით.

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 42

ყველა გადაწყვეტილება
  • №ბს-171-160(კ-07)2007-09-1325ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    იძულებით განაცდურსა და გათავისუფლების შემდეგ გაზრდილ ხელფასს შორის სხვაობის ანაზღაურება

    დავა ეხება საბაჟო ორგანოს ყოფილი მოხელისათვის უკვე ანაზღაურებულ იძულებით განაცდურსა და მისი გათავისუფლების შემდეგ გაზრდილ ხელფასს შორის სხვაობის გადახდას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ განაცდურის ანაზღაურება ემსახურება გათავისუფლებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას და მისი გაანგარიშების საფუძველია გათავისუფლებამდე მიღებული საშუალო ანაზღაურება. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ხელახლა განხილვისას უნდა გაირკვეს უკვე გადახდილი თანხის შემადგენლობა და კვების თანხის ანაზღაურების საკითხი. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • №86აპ-162016-07-2822სისხლის
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    არაპირდაპირი განზრახვისა და თვითიმედოვნების გამიჯვნა

    საკასაციო პალატამ შეაფასა პოლიციელის მიერ მოძრავი ავტომანქანის მიმართულებით გასროლის შედეგად ადამიანის გარდაცვალება და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. პალატამ განზრახ მკვლელობის მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია და დაასკვნა, რომ სიცოცხლის მოსპობა თვითიმედოვნებით იყო ჩადენილი, თუმცა ეს შეფასება განაჩენის შეცვლის საფუძვლად არ მიიჩნია. ორივე საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა საბოლოო სასჯელი: შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა და სამი წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.

  • №ბს-864(კ-2022)2023-10-0530ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიუღებელი ხელფასის, იძულებითი განაცდურისა და ანგარიშსწორების დაყოვნებისთვის პროცენტის ანაზღაურება

    მოსარჩელე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვდა იძულებითი განაცდურის სრულ ანაზღაურებას, 2003 წლის ნოემბრის დავალიანებას და ანგარიშსწორების დაყოვნებისთვის პროცენტს. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ 2005 წლამდე წარმოშობილ სახელფასო დავალიანებაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლა ახალი საჯარო სამსახურის კანონის ამოქმედებიდან დაიწყო, თუმცა სპეციალური წესით ხელფასში მხოლოდ შესაბამისი სარგოს კომპონენტები შედიოდა. პალატამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგი უკვე დასრულებულ და აღსრულებულ ურთიერთობაზე არ გაავრცელა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სამინისტროს 33,07 ლარის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სააპელაციო განჩინება უცვლელი დარჩა.

  • №ბს-352-352(კ-18)2018-12-1117ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული დაზიანების გამო თანხის ანაზღაურება

    მოსარჩელე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული დაზიანების გამო თანხის ანაზღაურებას მოითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნაზე დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდებოდა და მისი ათვლა დაავადების მოწმობის გაცემიდან დაიწყო. პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოძიების შეწყვეტის თარიღიდან ვადის ათვლა და მოქმედი კანონის შესაბამისი ნორმის გამოყენება. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • №ბს-347-344(კ-11)2011-07-0521ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ყოფილი პოლიციელების გაუცემელი ხელფასის, კვების კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები მოითხოვდნენ გაუცემელი შრომის ანაზღაურების, კვების კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის გადახდას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სახელფასო დავალიანებაზე გამოიყენება მისი წარმოშობის დროს მოქმედი სამართლებრივი ნორმები და ახალ რედაქციას უკუძალა პირდაპირი დათქმის გარეშე არ აქვს. სასამართლოს შეფასებით, შესაბამის პერიოდში პოლიციელის ხელფასი მოიცავდა კვების კომპენსაციასა და წელთა ნამსახურობის დანამატსაც. მან გააუქმა სააპელაციო განჩინება დაშვებულ ნაწილში და სამი მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილა; 2003 წლის მოთხოვნა საკასაციო განხილვაზე დაშვებული არ ყოფილა.

  • №ბს-517-512(2კ-11)2011-09-2821ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ყოფილი საბაჟო მოხელეებისთვის სახელფასო დავალიანებისა და მასთან დაკავშირებული თანხების ანაზღაურება

    ყოფილი საბაჟო მოხელეები შემოსავლების სამსახურისგან სახელფასო დავალიანების, მათ შორის პრემიისა და სხვა თანხების ანაზღაურებას მოითხოვდნენ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ პრემია ხელფასის შემადგენელი ნაწილია და დადასტურებული საპრემიო დავალიანების მიმართ სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა არ გამოიყენებოდა. სასამართლომ ექვსი მოსარჩელის პრემიის მოთხოვნაზე უარის ნაწილი გააუქმა და ახალი გადაწყვეტილებით შესაბამისი თანხების გადახდა დააკისრა შემოსავლების სამსახურს. საკასაციო საჩივრის დანარჩენი სადავო ნაწილები მანამდე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 ოქტ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14²³111235323423242615215615331
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…თავდაცვის კოდექსისააღსრულებო წარმოებათა…პოლიციის შესახებსახელმწიფო დაცვის სპეც…ტერორიზმთან ბრძოლის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №45 · ბოლოს შემოწმდა