საჯარო რეესტრის შესახებ

მუხლი 21. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე კობერიძე

1.მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: ა) განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად; ა 1 ) არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური; ბ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით; გ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის ან/და საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას; დ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს ; ე) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის გასაჩივრების ფაქტი და ეს გასაჩივრება აჩერებს სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის მოქმედებას; ვ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას; ზ) არსებობს ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევა; თ) მიწის ნაკვეთზე უფლების, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნისას მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის დაცული მიწის ნაკვეთზე საკადასტრო მონაცემები ან მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული საკადასტრო მონაცემი არ შეესაბამება ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებს; თ 1 ) სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში; თ 2 ) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას არ ერთვის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი, თუმცა წარდგენილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების დოკუმენტი სარჩელის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის შესახებ განცხადების ასლთან ერთად ან/და სააპელაციო სასამართლოში საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე დავის მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ი) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

2.სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

2¹.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 3 სამუშაო დღე.

2².ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 60 კალენდარული დღე.

2³.ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ 2 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 3 სამუშაო დღე, სააპელაციო სასამართლოში საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე დავის მიმდინარეობის შემთხვევაში − სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდი.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება შესაბამისი ორგანოს კანონიერ ძალაში შესულ აქტში მითითებული ვადით.

3¹.თუ ერთი სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში ერთდროულად არსებობს სარეგისტრაციო წარმოების ამ მუხლის მე-2, 2 1 , 2 2 , 2 3 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ვადებით შეჩერების სამართლებრივი საფუძვლები, სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება მისი შეჩერების სამართლებრივი საფუძვლების აღმოფხვრამდე, მაგრამ არანაკლებ ამ მუხლის მე-2−2 3 პუნქტებით განსაზღვრული ვადებისა.

3².სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ამ მუხლით დადგენილი ვადები აითვლება დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო ამ გადაწყვეტილების სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემთხვევაში – მისი გამოქვეყნებიდან. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ამ მუხლით განსაზღვრული ვადების გაგრძელება დაუშვებელია.

4.სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ.

4¹.ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიიღება უფლების/ვალდებულების რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ გადაწყვეტილება, თუ არ არსებობს ამ უფლების/ვალდებულების რეგისტრაციის გამომრიცხავი სხვა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები.

5.სარეგისტრაციო წარმოების განახლების შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება ხელახლა. საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1348 - სსმ I, №13, 02.07.2009წ., მუხ.69 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4947 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი № 5154 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 56

ყველა გადაწყვეტილება
  • №ბს-137(კ-2022)2022-11-2443ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საკუთრების რეგისტრაციის ორი გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მესამე პირთა საკუთრების რეგისტრაციის ორი გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობას მოსარჩელის მიწის ნაკვეთისა და ტრანსფორმატორის ნაწილში. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის საკუთრება უფრო ადრე იყო რეგისტრირებული, ხოლო სადავო ქონება მიწის რეფორმის ფარგლებში მესამე პირს ვერ გადაეცემოდა. პალატამ განმარტა, რომ წინა რეგისტრაციის უკანონობა თავისთავად არ იწვევს შემდგომი რეგისტრაციის ბათილობას, თუმცა ამ საქმეში ორივე რეგისტრაციის სადავო ნაწილს ერთი და იგივე უკანონობის საფუძველი ჰქონდა. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა და ორივე სარეგისტრაციო გადაწყვეტილება სადავო ნაწილში ბათილად ცნო.

  • №ბს-197(კ-20)2020-07-2357ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ზედდებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების ბათილობა და ცვლილების რეგისტრაციის დავალება

    დავა შეეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომიჯნავე მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციისა და მოსარჩელის სარეგისტრაციო წარმოების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სააგენტომ მომიჯნავე ნაკვეთის რეგისტრაციისას არსებითი გარემოებები სათანადოდ არ გამოიკვლია, ხოლო რეგისტრირებული მდებარეობა ფაქტობრივ სასაზღვრო მიჯნას არ შეესაბამებოდა. პალატის განმარტებით, სასამართლოს შეუძლია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გააბათილოს აქტი და ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაავალოს, თუ არსებითი გარემოებების დადგენა სასამართლოს წესით ვერ ხერხდება და მათი შეფასება ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი, გააბათილა 2012 და 2013 წლების რეგისტრაციის გადაწყვეტილებები და სააგენტოს გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაავალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

  • №ბს-732(2კ-2021)2023-09-1825ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ორ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა

    დავა ეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებს ორ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ შეცილებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს ობიექტურ მონაცემებზე დაფუძნებული პირადი უფლების ან კანონიერი ინტერესის დაცვას. პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გამოუკვლეველი გარემოება და ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის ხელახლა განხილვის დავალების საფუძველი. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გააუქმა.

  • №ბს-639(2კ-2022)2023-03-1626ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის დავალება

    დავა შეეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას, ადმინისტრაციული საჩივრის უარყოფასა და მოსარჩელის ნაკვეთის მონაცემების შეცვლას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის დაზუსტებაში, მაგრამ ვერ გასცდება მისი მოთხოვნის ფარგლებს. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ დავაში ბოლო მესაკუთრის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი არ დადასტურდა, რადგან მისი სამართლებრივი საფუძველი ძალაში იყო, წინა რეგისტრაცია კი სადავოდ არ გამხდარა. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • №ბს-243(კ-19)2020-05-2180ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საკუთრების უფლების რეგისტრაციის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა

    დავა ეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საეჭვო დოკუმენტების სამართალდამცავ ორგანოში გადაგზავნისას წარმოების შეჩერებას ობიექტური საფუძველი უნდა ჰქონდეს, ხოლო სააგენტოს შეუძლია ტერიტორიული სამსახურის გადაწყვეტილების კანონიერება ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე შეამოწმოს. სასამართლომ რეგისტრაციის გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გააბათილა და ორგანოს გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაავალა; წარმოების შეჩერება ძალაში დარჩა. დამატებითი გადაწყვეტილებით სააგენტოს ადვოკატის ხარჯის ნაწილობრივი ანაზღაურებაც დაეკისრა.

  • №ას-1490-20182019-04-1730სამოქალაქო
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    არის თუ არა საკადასტრო აზომვითი ნახაზი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი?

    დავა ეხებოდა მეზობელი მიწის ნაკვეთების საკადასტრო ნახაზში ცვლილების შეტანის დავალდებულებას და რეგისტრირებული ნაკვეთების ზედდებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საკადასტრო ნახაზი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის და მხოლოდ მისი შეცვლა ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელის საკუთრების რეგისტრაციას, როდესაც სადავო ფართზე საკუთრება მოპასუხეთა სახელზეა რეგისტრირებული. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების მიმართ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. საკასაციო საჩივარი არსებითი განხილვის შედეგად არ დაკმაყოფილდა და სარჩელის უარმყოფელი სააპელაციო გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სსსკ 410-ის საფუძველზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: ა) განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად; ა 1 ) არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური; ბ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით; გ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის ან/და საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას; დ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს ; ე) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის გასაჩივრების ფაქტი და ეს გასაჩივრება აჩერებს სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის მოქმედებას; ვ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას; ზ) არსებობს ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევა; თ) მიწის ნაკვეთზე უფლების, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნისას მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის დაცული მიწის ნაკვეთზე საკადასტრო მონაცემები ან მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული საკადასტრო მონაცემი არ შეესაბამება ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებს; თ 1 ) სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში; თ 2 ) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას არ ერთვის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი, თუმცა წარდგენილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების დოკუმენტი სარჩელის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის შესახებ განცხადების ასლთან ერთად ან/და სააპელაციო სასამართლოში საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე დავის მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ი) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. 2. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. 2 1 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 3 სამუშაო დღე. 2 2 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 60 კალენდარული დღე. 2 3 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ 2 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 3 სამუშაო დღე, სააპელაციო სასამართლოში საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე დავის მიმდინარეობის შემთხვევაში − სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება შესაბამისი ორგანოს კანონიერ ძალაში შესულ აქტში მითითებული ვადით. 3 1 . თუ ერთი სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში ერთდროულად არსებობს სარეგისტრაციო წარმოების ამ მუხლის მე-2, 2 1 , 2 2 , 2 3 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ვადებით შეჩერების სამართლებრივი საფუძვლები, სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება მისი შეჩერების სამართლებრივი საფუძვლების აღმოფხვრამდე, მაგრამ არანაკლებ ამ მუხლის მე-2−2 3 პუნქტებით განსაზღვრული ვადებისა. 3 2 . სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ამ მუხლით დადგენილი ვადები აითვლება დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო ამ გადაწყვეტილების სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემთხვევაში – მისი გამოქვეყნებიდან. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ამ მუხლით განსაზღვრული ვადების გაგრძელება დაუშვებელია. 4. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ. 4 1 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიიღება უფლების/ვალდებულების რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ გადაწყვეტილება, თუ არ არსებობს ამ უფლების/ვალდებულების რეგისტრაციის გამომრიცხავი სხვა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები. 5. სარეგისტრაციო წარმოების განახლების შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება ხელახლა. საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1348 - სსმ I, №13, 02.07.2009წ., მუხ.69 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4947 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი № 5154 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №22 · ძალაშია 3 ივნ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 15 ივლ. 2011 – 27 ივლ. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42522232917151496526146521
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…საჯარო რეესტრის შესახე…,,მეწარმეთა და არასამე…სამოქალაქო აქტების შეს…ინტელექტუალურ საკუთრებ…სარეგისტრაციო მოსაკრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა