საჯარო რეესტრის შესახებ

მუხლი 20⁴. ფაქტორინგის რეესტრის წარმოების პრინციპები

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მხოლოდ ფაქტორს აქვს უფლება, სააგენტოს წარუდგინოს ელექტრონული განცხადება ფაქტორინგის რეესტრში ფაქტორინგის დასარეგისტრირებლად. ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრირდება „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ან მისი ნაწილიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე ფაქტორის საკუთრების უფლების წარმოშობა, შეწყვეტა და მასში ცვლილების შეტანის შესახებ მონაცემები. ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრირდება აგრეთვე ინსტრუქციით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაცია.

2.ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრირდება ფაქტორინგის მიზნებისთვის გამოყენებული „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და ამ დოკუმენტით გათვალისწინებული დებიტორული დავალიანების მთლიანი ოდენობა. ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრირდება აგრეთვე დებიტორული დავალიანებისა და აღნიშნული მთლიანი ოდენობიდან ერთი ფაქტორინგის ფარგლებში გამოყენებული ის ოდენობა, რომელზედაც საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ფაქტორს საკუთრების უფლება წარმოეშობა. ფაქტორინგი ძალაში შედის მოთხოვნის დამთმობი მხარის მიერ თანხმობის ელექტრონული ფორმით განცხადების მომენტიდან. მოთხოვნის დამთმობი მხარის მიერ თანხმობის განცხადების ფორმა განისაზღვრება ინსტრუქციით.

3.ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრირდება აგრეთვე „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების მესაკუთრე ფაქტორის დასახელება, მოთხოვნის დამთმობი მხარის დასახელება, ფაქტორის მიმართ დებიტორული დავალიანების დაფარვის თარიღი. ფაქტორი ვალდებულია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიერ ფაქტორის მიმართ დებიტორული დავალიანების სრულად დაფარვისთანავე, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მოითხოვოს ფაქტორინგის რეესტრში შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურიდან ან ინვოისიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე საკუთრების უფლების შეწყვეტა.

4.სააგენტო ერთსა და იმავე დებიტორულ დავალიანებაზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების რამდენიმე ფაქტორის მიერ ერთდროულად რეგისტრაციის გამოსარიცხად ფაქტორინგის რეგისტრაციამდე ამოწმებს, ხომ არ მეორდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციები.

5.შემოსავლების სამსახური სააგენტოს ფაქტორინგის რეესტრის წარმოების მიზნებისთვის, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ელექტრონული ფორმით აწვდის მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი საგადასახადო ანგარიშფაქტურის შესახებ შემდეგ მონაცემებს: ა) საგადასახადო ანგარიშფაქტურის ნომერს; ბ) საგადასახადო ანგარიშფაქტურით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების ღირებულებას; გ) საგადასახადო ანგარიშფაქტურით გათვალისწინებული მოვალის მიერ საგადასახადო ანგარიშფაქტურის დადასტურების მდგომარეობას; დ) საგადასახადო ანგარიშფაქტურით გათვალისწინებული ოპერაციის განმახორციელებელი პირების დასახელებებს.

6.სააგენტო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მიღების შემდეგ ფაქტორის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე არეგისტრირებს შემდეგ მონაცემებს: ა) საგადასახადო ანგარიშფაქტურიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების მესაკუთრე ფაქტორის დასახელებას; ბ) მოთხოვნის დამთმობი მხარის დასახელებას, ფაქტორის მიმართ დებიტორული დავალიანების დაფარვის თარიღს; გ) საგადასახადო ანგარიშფაქტურიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების იმ ფულად ოდენობას, რომელზედაც რეგისტრირდება ფაქტორის საკუთრების უფლება; დ) სხვა საჭირო ინფორმაციას.

7.მარეგისტრირებელი ორგანო არ არის პასუხისმგებელი ფაქტორის უფლებამოსილებაზე, მოითხოვოს ამ მუხლით გათვალისწინებული ფაქტორინგის რეგისტრაცია, ან/და ფაქტორის მიერ ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული და დამატებით წარდგენილი ნებისმიერი სხვა დოკუმენტის/ინფორმაციის ნამდვილობაზე. მარეგისტრირებელი ორგანო მხოლოდ ამოწმებს ფაქტორის მიერ წარდგენილი და შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებული, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შესაბამისობას.

8.„ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფაქტორინგი ძალაში შედის „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ან მისი ნაწილიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე ფაქტორის საკუთრების უფლების ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ფაქტორინგი ძალას კარგავს „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ან მისი ნაწილიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე ფაქტორის საკუთრების უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მომენტიდან.

9.„ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ან მისი ნაწილიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე ფაქტორის საკუთრების უფლება წარმოშობილად ითვლება საკუთრების უფლების ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ან მისი ნაწილიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე ფაქტორის საკუთრების უფლება შეწყვეტილად ითვლება საკუთრების უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მომენტიდან.

10.ფაქტორის მიერ „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ან მისი ნაწილიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის, მასში ცვლილების შეტანისა და მისი შეწყვეტის რეგისტრაციის საფუძვლები დგინდება „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ინსტრუქციით. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1453 – ვებგვერდი, 06.04.2026წ. თავი V რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და გასაჩივრება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივლ. 2024 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2024 – 1 ივლ. 2024 ტექსტი უცნობია

  3. 1 იან. 2022 – 1 აპრ. 2024 ტექსტი უცნობია

  4. 19 ნოე. 2021 – 1 იან. 2022 ტექსტი უცნობია

  5. 1 ივლ. 2020 – 19 ნოე. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19¹920³2710117012131219420⁴
მნიშვნელობით ახლოსფაქტორინგის შესახებ,,მეწარმეთა და არასამე…მეწარმეთა შესახებბუღალტრული აღრიცხვის,ა…საჯარო რეესტრის შესახე…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა