Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკულტურული მემკვიდრეობის შესახებმუხლი 30

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

მუხლი 30. ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) ან/და ძეგლზე ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹23456789

1.ძეგლის მესაკუთრეს (კანონიერ მოსარგებლეს) სამინისტრო/მუნიციპალიტეტი აძლევს წერილობით გაფრთხილებას, რომლითაც განუსაზღვრავს ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით მისაღებ ზომებს, კონკრეტული მოქმედებების განხორციელების პირობებს და მათი უზრუნველყოფის გონივრულ ვადას, თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე): ა) არღვევს სამინისტროსთან/მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების პირობებს; ბ) არღვევს სამინისტროს/მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის პირობებს ან ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე ატარებს ძეგლზე რაიმე სამუშაოებს.

1¹.თუ ამ კანონით განსაზღვრული ძეგლზე ნებართვის მფლობელი, რომელიც იმავდროულად არ არის ძეგლის მესაკუთრე, არღვევს სამინისტროს/მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის პირობებს, მას სამინისტრო/მუნიციპალიტეტი აძლევს წერილობით გაფრთხილებას, რომლითაც განუსაზღვრავს ძეგლზე კონკრეტული მოქმედებების განხორციელების პირობებს და გონივრულ ვადას მათი განხორციელების უზრუნველყოფისთვის.

2.ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელ სახლში ბინისა და არასაცხოვრებელი ფართობის მესაკუთრეთა (კანონიერ მოსარგებლეთა) ერთობლიობა განიხილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობად. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილება ეძლევა და მისი შეუსრულებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის ამხანაგობას.

3.ამ მუხლის პირველი ან 1 1 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი გაფრთხილებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ გაფრთხილებაში მითითებული პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში დამრღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება ჯარიმა და დამრღვევის მიერ განხორციელებული საქმიანობის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

4.დამრღვევის დაჯარიმებიდან 6 თვის ვადაში მის მიერ წერილობით გაფრთხილებაში მითითებული პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში ძეგლის მესაკუთრეს (კანონიერ მოსარგებლეს)/ძეგლზე ნებართვის მფლობელს, რომელიც იმავდროულად არ არის ძეგლის მესაკუთრე, ყოველ ექვს თვეში ეკისრება წინა ჯარიმით განსაზღვრული თანხის სამმაგი ოდენობის ჯარიმა და სამინისტრო/მუნიციპალიტეტი განუსაზღვრავს გონივრულ ვადას შეუსაბამობის გამოსწორებისთვის.

5.თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვერ უზრუნველყოფს სამინისტროს/მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი პირობების შესრულებას, ხოლო ძეგლის ინტერესები გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) დადგენა ან მიგნება ვერ ხერხდება, სამინისტრო/მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე, უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ჩაატაროს ძეგლზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სამუშაოების ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისას სამინისტროს/მუნიციპალიტეტის ორგანოების ან მათ მიერ განსაზღვრული სამუშაოების შემსრულებელი პირის მიერ ძეგლის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გაწეულ იმ ხარჯებს, რომლებიც გამოწვეულია სამინისტროსთან/მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების პირობების დარღვევით, ანაზღაურებს ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე).

7.თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვერ უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გაწეული ხარჯების ნებაყოფლობით ანაზღაურებას, სამინისტრო/მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ხარჯების ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ ანაზღაურების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.

8.ამ კანონის 32-ე მუხლი არ ვრცელდება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე.

9.ამ მუხლით განსაზღვრულ სამინისტროს უ ფლებამოსილებებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5554 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება №2/6/1216 ­– ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1020 – ვებგვერდი, 25.11.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 9 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 9 დეკ. 2021· გამოქვეყნდა 25 ნოე. 2021

    30-ე მუხლის მე-4 პუნქტში ექვსთვიანი განმეორებითი სამმაგი ჯარიმა ეფუძნება წერილობით გაფრთხილებას და ვრცელდება მესაკუთრესთან (კანონიერ მოსარგებლესთან) ერთად ძეგლზე ნებართვის მფლობელზეც, რომელიც მესაკუთრე არ არის. სამინისტრო/მუნიციპალიტეტი ამასთან შეუსაბამობის გამოსწორებისთვის გონივრულ ვადას განსაზღვრავს.

  2. 28 ივლ. 2020

    30-ე მუხლის 1-ლ, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში გაფრთხილების, გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლებამოსილება სამინისტროსთან ერთად მუნიციპალიტეტსაც მიენიჭა. მე-8 პუნქტში ეკლესიის სახელწოდებას დაემატა „სამოციქულო“.

  3. 6 აგვ. 2018

    30-ე მუხლის მე-8 პუნქტში ამოღებულია სიტყვები „ეს მუხლი და“, ამიტომ კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე მხოლოდ 32-ე მუხლი არ ვრცელდება.

  4. 28 დეკ. 2011

    30-ე მუხლს დაემატა მე-9 პუნქტი, რომლითაც სამინისტროს უფლებამოსილებებს აჭარის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში აჭარის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს.

  5. 4 დეკ. 2008

    30-ე მუხლის მე-2 პუნქტში ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეთა ერთობლიობა ახლა განიხილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობად.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 29შემდეგი მუხლი 31

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №23

  • 5 ცვლილება · ბოლო 25 ნოე. 2021
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 8 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 32მუხლი 7

მიუთითებენ მასზე

მუხლი 55

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 28ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) უფლება-მოვალეობანი
  • 29ძეგლის (ობიექტის) შესწავლა-დათვალიერების წესი და მისი მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე განხორციელების პირობები
  • 55არქეოლოგიური სამუშაოებისა და ძეგლზე სამუშაოების მესაკუთრის (მფლობელის) თანხმობის გარეშე ჩატარება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 294იპოთეკით დატვირთული ნივთის მოვლის მოვალეობა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 34¹ამ კანონის 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის შეჩერება

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ

  • 7ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური და საერთო ქონებით სარგებლობა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 97მშენებლობის ნებართვის მაძიებელი და მშენებლობის ნებართვის მფლობელი
  • 137საფრთხის შემქმნელი ავარიული შენობა-ნაგებობის სავალდებულო რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 14

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 55ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების (საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების) სახლებში არსებულ ბინებზე საკუთრების უფლების დადასტურება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 88კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების წარმოების, მისი მოვლა-პატრონობის, მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების, ქუჩის, მოედნის სახელდების წესების დარღვევა

კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

  • 35საქართველოს საბაჟო ორგანოს ან/და სამართალდამცავი ორგანოების მიერ კულტურული ფასეულობის დაკავება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35755327282934¹8829455149713730
მითითებამნიშვნელობით ახლოსკულტურული მემკვიდრეობი…საქართველოს სამოქალაქო…ლიცენზიებისა და ნებართ…ბინათმესაკუთრეთა ამხან…საქართველოს სივრცის და…სამხედრო და ორმაგი დან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026