კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

მუხლი 29. ძეგლის (ობიექტის) შესწავლა-დათვალიერების წესი და მისი მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე განხორციელების პირობები

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მთავრობის დადგენილებით დგინდება მომეტებული საჯარო ინტერესების მქონე ძეგლთა ნუსხა და მათზე მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ საზოგადოების დაშვების წესი. „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებულ ძეგლებზე საზოგადოების დაშვების წესი დგინდება მესაკუთრესთან (კანონიერ მოსარგებლესთან) წინასწარი შეთანხმებით; უთანხმოების შემთხვევაში რელიგიურ უფლებებს აქვს უპირატესობა ძეგლებზე საზოგადოების დაშვების უფლებასთან შედარებით.

2.თუ არსებობს ძეგლის (ობიექტის) მდგომარეობის შემოწმების დასაბუთებული აუცილებლობა ან დასაბუთებული ვარაუდი, რომ რომელიმე ობიექტი განეკუთვნება კულტურულ მემკვიდრეობას, ხოლო ძეგლის (ობიექტის) მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ხელს უშლის კომპეტენტურ ორგანოებს სათანადო საექსპერტო და კვლევითი სამუშაოების განხორციელებაში, ასევე, როდესაც ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) არღვევს ძეგლის (ობიექტის) დათვალიერებისა და მასზე საზოგადოების დაშვების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ორგანოს შესასწავლ ძეგლზე (ობიექტზე) დაშვება მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

3.პასუხისმგებლობა ძეგლის დათვალიერებისა და მასზე საზოგადოების დაშვების წესების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1075 – ვებგვერდი, 25.09.2013წ. საქართველოს 2013 წლის 25 სექტემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 9 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 29-ე მუხლის პირველ პუნქტში მომეტებული საჯარო ინტერესის ძეგლთა ნუსხისა და საზოგადოების დაშვების წესის დამდგენი აქტი ახლა მთავრობის დადგენილებაა.

  2. მე-2 პუნქტში თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური აღარ არის დასახელებული იმ სუბიექტებს შორის, რომლებსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლიათ ძეგლზე დაშვება მესაკუთრის თანხმობის გარეშე.

  3. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტში სასამართლოს გადაწყვეტილებით შესასწავლ ძეგლზე დაშვების სუბიექტად თბილისის ტერიტორიაზე დაემატა მერიის შესაბამისი სამსახური.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3434¹35179139283055222212529
მითითებამნიშვნელობით ახლოსკულტურული მემკვიდრეობი…კულტურულ ფასეულობათა ს…კულტურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…მუზეუმების შესახებეროვნული საარქივო ფონდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა