Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკულტურული მემკვიდრეობის შესახებმუხლი 51

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

მუხლი 51. გადაუდებელი აუცილებლობისას ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების სახეობები და სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:უძრავი ქონების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ ბუნებრივი და გარემო ფაქტორების ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად ძეგლს ან არქეოლოგიურ ობიექტს ემუქრება შეუქცევადი დაზიანება ან განადგურება და ამის გამო არსებობს მასზე არქეოლოგიური ან კვლევითი სამუშაოების ან პრევენციული კონსერვაციის ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა და სრული საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა ვერ ესწრება, შესაბამისი ნებართვის გაცემა შესაძლებელია არასრული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ არქეოლოგიური ან კვლევითი სამუშაოების ან პრევენციული კონსერვაციის ჩატარება. ამ შემთხვევაში სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისაგან: ა) განმარტებითი ბარათი. განმარტებით ბარათში უნდა მიეთითოს: ძეგლის ან არქეოლოგიური ობიექტის (მოძრავი ძეგლის შემთხვევაში – მისი ძირითადი შენახვის ადგილის) ზუსტი დასახელება, არქეოლოგიური ობიექტის ზუსტი დასახელების არარსებობის შემთხვევაში – მისი ადგილმდებარეობის დასახელება და ზუსტი მისამართი. განმარტებით ბარათში დასაბუთებული უნდა იყოს: ა.ა) სამუშაოების ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა და არსებულ პირობებში სრული საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის შეუძლებლობა; ა.ბ) ჩატარებული სამუშაოს ტიპი, სახეობა და მოცულობა, გამოსაყენებელი ტექნოლოგიები და მეთოდოლოგია და მათი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან; ა.გ) პრევენციული კონსერვაციის შემთხვევაში – ასევე პრევენციული კონსერვაციის ეფექტიანობის სავარაუდო ხანგრძლივობა, შემდგომ ღონისძიებათა სახეობები და მათი განხორციელების სავარაუდო ვადები; ბ) ობიექტისა და მისი დაზიანებების ამსახველი დეტალური ფოტომასალა; გ) უძრავი ობიექტის შემთხვევაში – შესასწავლი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა შესაბამისი მასშტაბით, ზუსტი კოორდინატებით; დ) არქეოლოგიური სამუშაოების შემთხვევაში – ასევე ჩასატარებელი სამუშაოების შედეგად გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტებისა და მასალის კონსერვაციისა და რეკულტივაციის, შესაბამის საცავებში შემდგომი დაბინავებისა და შენახვის პირობების უზრუნველყოფა; ე) სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკი (არქეოლოგიური ობიექტის შემთხვევაში – სექტორებისა და შესაბამისი სამუშაოების თანმიმდევრობის ჩვენებით); ვ) დასკვნა სამუშაოების ჩატარების მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

წინა მუხლი 50შემდეგი მუხლი 52

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სადეველოპერო პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №23

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 48

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 50არქეოლოგიური სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა
  • 49ძეგლზე სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა
  • 48განცხადების წარდგენა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 259¹უკანონო არქეოლოგიური სამუშაოები, არქეოლოგიური ობიექტის დაზიანება

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 17ნორმატიული აქტის პროექტის თანდართული დოკუმენტები

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 35იძულებითი ზომების განხორციელება ინსპექტირებისას

წიაღის შესახებ

  • 40წიაღის მეცნიერული, ისტორიული, ესთეტიკური ან სხვა კულტურული მნიშვნელობის მქონე უბნების დაცვა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 116მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერების დაუშვებლობა და საგამონაკლისო წესი

კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

  • 23განცხადება კულტურის მოძრავი ძეგლისთვის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტისთვის მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებად

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 24გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება)

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 120ამოღებისა და ჩხრეკის წესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 18ნორმატიული აქტის პროექტის თანდართული დოკუმენტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2423259¹4850494012017181163551
მითითებამნიშვნელობით ახლოსკულტურული მემკვიდრეობი…საქართველოს სისხლის სა…ნორმატიული აქტების შეს…რადიაციული დაცვის, ბირ…წიაღის შესახებსაქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026