1.საპროექტო სამუშაოების საწყის მონაცემებს (დოკუმენტებს/ინფორმაციას) განეკუთვნება: ა) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი ინფორმაცია; ბ) მიწის ნაკვეთ(ებ)ის ტოპოგრაფიული რუკა არსებული მდგომარეობით (მასშტაბი 1:500, 1:1000); გ) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე არსებული შენობა-ნაგებობების აღწერა/ძირითადი მონაცემები; დ) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობისას, ასევე − მიწის ნაკვეთ(ებ)ზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერა და მათი ხარისხობრივი შეფასება; ე) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების, მათ შორის, განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნები, როდესაც მიწის ნაკვეთ(ებ)ი მდებარეობს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოქმედების არეალში; ვ) საჭიროების მიხედვით სხვა მონაცემები (დოკუმენტები/ინფორმაცია) კანონმდებლობის მოთხოვნით ან/და დამკვეთის გადაწყვეტილების საფუძველზე.
მუხლი 19. საპროექტო სამუშაოების საწყისი მონაცემები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1 · ძალაშია 11 ივნ. 2019-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

