Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებმუხლი 1¹

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

მუხლი 1¹. ეს კანონი არეგულირებს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (შემდგომ − პროდუქცია) ბრუნვის ეროვნული კონტროლის და პოლიტიკის განხორციელების საფუძვლებსა და წესს. ამ კანონის მიზანია:

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2019
თემები:ექსპორტის კონტროლიექსპორტის ლიცენზირებაპოლიტიკის შემუშავებაშეზღუდული საქონელი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ა) დაიცვას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება პროდუქციის ბრუნვაზე ეროვნული კონტროლის დაწესების გზით; ბ) ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომ − გაერო) ფარგლებში არსებული ვალდებულებებისა და პრინციპების შესაბამისად; გ) საქართველომ, როგორც გაეროს, აგრეთვე გაუვრცელებლობისა და უსაფრთხოების შესაბამისი რეჟიმების წევრმა სახელმწიფომ, შეასრულოს მის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები.

2.ეს კანონი არ არეგულირებს სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებს. სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 2 ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) არარეზიდენტი − ეს ტერმინი განიმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად; ბ) ბროკერი − რეზიდენტი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საბროკერო მომსახურებას; გ) გადამზიდველი − ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც პასუხისმგებელია პროდუქციის ტრანზიტის განხორციელებისთვის; დ) ექსპორტი: დ.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან პროდუქციის საბაჟო კონტროლისადმი დაქვემდებარებული დროებითი ან მუდმივი გატანა; დ.ბ) ამ მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული კომპიუტერული პროგრამის ან/და ტექნოლოგიის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ ნებისმიერი სახის ელექტრონული საშუალებით გადაგზავნა, რაც მოიცავს ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის ამგვარი კომპიუტერული პროგრამის ან/და ტექნოლოგიის ელექტრონულად ხელმისაწვდომობას; დ.გ) ამ მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული კომპიუტერული პროგრამის ან/და ტექნოლოგიის ტელეფონით ან ზეპირად მიწოდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებში არარეზიდენტისათვის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის; ე) ექსპორტიორი − ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც ახორციელებს ექსპორტს; ვ) იმპორტი − საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქციის დროებითი ან მუდმივი შემოტანა; ზ) იმპორტიორი − ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც ახორციელებს იმპორტს; თ) ნებართვა − ეს ტერმინი განიმარტება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ი) ნებართვის გამცემი – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს ნებართვას; კ) ნებართვის მაძიებელი – ეს ტერმინი განიმარტება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ლ) ნებართვის მფლობელი – ეს ტერმინი განიმარტება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; მ) ორმაგი დანიშნულების პროდუქცია − პროდუქცია (მათ შორის, კომპიუტერული პროგრამა ან/და ტექნოლოგია), რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისათვის, აგრეთვე როგორც ბიოლოგიური ან/და ქიმიური იარაღის, ბირთვული იარაღის ან ბირთვული მასალის შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ისე არაფეთქებადი მიზნებისათვის; ნ) რეზიდენტი − ეს ტერმინი განიმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად; ო) საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი − პროდუქციის საბოლოო მოხმარების მიზნის დამადასტურებელი და მომხმარებლის აღმნიშვნელი დოკუმენტი; პ) საბროკერო მომსახურება: პ.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარედან სხვა, საბოლოო დანიშნულების ადგილას, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ პროდუქციის ყიდვის, გაყიდვის ან მიწოდების ორგანიზება, მათ შორის, ოფიციალური მოლაპარაკებების წარმოება. შენიშვნა: ეს ქვეპუნქტი არეგულირებს პროდუქციის ყიდვის, გაყიდვის ან მიწოდების ორგანიზებასთან დაკავშირებულ ქმედებებს, რომელთა მიზანია პროდუქციის გადატანა ორ ან ორზე მეტ იდენტიფიცირებულ ქვეყანას შორის; პ.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ არსებული პროდუქციის ყიდვა, გაყიდვა ან მიწოდება სხვა ქვეყანაში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ. შენიშვნა: საბროკერო მომსახურებაში არ იგულისხმება ისეთი დამხმარე მომსახურება, როგორიცაა გადაზიდვა, ფინანსური მომსახურება, დაზღვევა და გადაზღვევა, ზოგადი რეკლამირება და მხარდაჭერა; ჟ) საკონტროლო ნუსხები − სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხები; რ) სამხედრო პროდუქცია – ამ მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული სამხედრო დანიშნულების პროდუქცია; ს) სანებართვო პირობები – ამ კანონის საფუძველზე დადგენილი მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მფლობელი ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას; ტ) საქართველოს საბაჟო ტერიტორია − ეს ტერმინი განიმარტება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად; უ) სახელმწიფო საზღვარი − ეს ტერმინი განიმარტება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ფ) ტექნიკური დახმარება − ტექნიკური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია პროდუქციის შეკეთებასთან, განვითარებასთან, დამზადებასთან, აწყობასთან, ტესტირებასთან, ან სხვა ტექნიკური მომსახურება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პროდუქციასთან დაკავშირებულ ინსტრუქტაჟს, წვრთნას, სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების გაზიარებას, საკონსულტაციო მომსახურებას. ტექნიკური დახმარება აგრეთვე მოიცავს ნებისმიერ ზეპირი ფორმის დახმარებას; ქ) ტრანზიტი − ეს ტერმინი განიმარტება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4922 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. თავი II ექსპორტი მუხლი 3 ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ექსპორტის ნებართვის საფუძველზე. მუხლი 4 ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხით გაუთვალისწინებელი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტს ნებართვა ესაჭიროება, თუ: ა) ექსპორტიორს ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულმა ნებართვის გამცემმა გონივრული ვარაუდის საფუძველზე აცნობა, რომ პროდუქცია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს: ა.ა) ბიოლოგიური ან/და ქიმიური იარაღის, ბირთვული იარაღის ან ბირთვული მასალის შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის შემუშავებასთან/განვითარებასთან, წარმოებასთან, მართვასთან, ექსპლუატაციასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან, შენახვასთან, აღმოჩენასთან, იდენტიფიცირებასთან ან გავრცელებასთან დაკავშირებით ან ასეთი იარაღის გადამტანი ჭურვის/რაკეტის შემუშავებასთან/განვითარებასთან, წარმოებასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან ან შენახვასთან დაკავშირებით; ა.ბ) სამხედრო მიზნებისათვის, თუ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ან საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე ან საქართველოს მიერ ცალმხრივად მყიდველი მხარის ან საბოლოო დანიშნულების ქვეყნის მიმართ იარაღის ემბარგოა დაწესებული. სამხედრო მიზნებისათვის გამოყენება ამ მუხლში გულისხმობს: ა.ბ.ა) პროდუქციის ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხით განსაზღვრულ სამხედრო პროდუქციაში ჩაყენებას/ჩამონტაჟებას; ა.ბ.ბ) საწარმოო, საცდელი ან ანალიტიკური აღჭურვილობის და მისი კომპონენტის ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხით განსაზღვრული სამხედრო პროდუქციის შემუშავებისთვის/განვითარებისთვის, წარმოებისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის გამოყენებას; ა.ბ.გ) ნებისმიერი ნახევარფაბრიკატის/დაუსრულებელი პროდუქციის ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული სამხედრო პროდუქციის წარმოებისთვის გამოყენებას; ბ) ექსპორტიორისთვის ცნობილია ან მას აქვს გონივრული ვარაუდი, რომ ამ მუხლით განსაზღვრული პროდუქცია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის. თავი III იმპორტი მუხლი 5 ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული პროდუქციის იმპორტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე. თავი IV ტრანზიტი

შემდეგი მუხლი 6¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პირადი ტექნიკის გამოყენების წესი (BYOD)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ექსპორტის კონტროლის შესაბამისობასერვისის გვერდი
  • ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტ/იმპორტის ნებართვასერვისის გვერდი
  • ორმაგი დანიშნულების ტვირთების ექსპორტისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2019-06-28 · №1

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 11¹ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელებისას უწყებათაშორისი კოორდინაციის საკითხები, აგრეთვე კონტროლის განხორციელების მეთოდიკა და წესები, ამ კანონის განმარტებისა და გამოყენების საკითხები, საბ

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

  • 1კანონის მიზნები, რეგულირების სფერო და ძირითადი პრინციპები

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო და მიზანი

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 1კანონის მიზნები და რეგულირების სფერო

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 61ექსპორტისა და იმპორტის კონტროლის მიზნები

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო  და მიზანი

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 1კანონის მიზანი

იარაღის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 1კანონის მიზნები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 1კოდექსის მიზანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1111111¹11111611¹
მნიშვნელობით ახლოსნარკოტიკული საშუალებებ…ელექტრონული კომერციის …უცხოელთა და მოქალაქეობ…ლიცენზიებისა და ნებართ…რადიაციული დაცვის, ბირ…საგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 ივნ. 2019