Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებმუხლი 11¹⁶

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 11¹⁶. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება: ა) უფრო მაღალ თანამდებობაზე – დაწინაურების შემთხვევაში, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინებითა და მოსამსახურის თანხმობით, თუ მოსამსახურე დაკავებულ თანამდებობაზე 6 თვე მაინც მსახურობს; ბ) თანაბარ თანამდებობაზე: ბ.ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით; გ) უფრო დაბალ თანამდებობაზე: გ.ა) მოსამსახურის თანხმობით; გ.ბ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ან ტერიტორიული ორგანოს გაუქმებასთან ან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, მოსამსახურის თანხმობით; გ.გ) მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.

2.მოსამსახურის დაწინაურება ხდება შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, მისი სათანადო პროფესიული გადამზადებით, თუ მის თანამდებობაზე უფრო მაღალი თანამდებობა წამყვანი/მენეჯერული თანამდებობაა და თვისებრივად განსხვავებული სამუშაოს შესრულებას ითვალისწინებს.

3.მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით. მოსამსახურის ფუნქციურად განსხვავებულ თანამდებობაზე გადაყვანას, როგორც წესი, უნდა უძღოდეს მისი სათანადო პროფესიული გადამზადება.

4.მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.

5.სააგენტოს უფროსს უფლება აქვს, მოსამსახურე მისი თანხმობით, თანამდებობრივი გადაყვანის გარეშე მიამაგროს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ერთეულს ან ტერიტორიულ ორგანოს.

6.მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურეს მისი თანხმობით განუსაზღვროს სამუშაო ადგილი. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.

წინა მუხლი 11¹⁵შემდეგი მუხლი 11¹⁷

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-28 · №43

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹⁰მოსამსახურის სამსახურში მიღება (თანამდებობაზე დანიშვნა)
  • 11⁶სააგენტოში სამსახურის ვადა
  • 11¹⁷სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების შესრულება

პენიტენციური კოდექსი

  • 17მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 30¹სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის მისი თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე გადაყვანა
  • 32მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის წესი
  • 31მოსამსახურის თანამდებობიდან დროებით გადაყენება

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 48მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილება/თანამდებობაზე გადაყვანა
  • 52მოსამსახურის თანამდებობიდან/სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის საფუძვლები
  • 53მოსამსახურის სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა

თავდაცვის კოდექსი

  • 83თანამდებობრივი გადაადგილება

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 47მოხელის გადაყვანა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹⁰11⁶11¹⁷30¹323147485253831711¹⁶
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…სამოქალაქო უსაფრთხოები…თავდაცვის კოდექსისაჯარო სამსახურის შესა…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026