თავდაცვის კოდექსი

მუხლი 83. თანამდებობრივი გადაადგილება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თანამდებობრივი გადაადგილება ნიშნავს სამხედრო მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და ფაქტობრივი სამხედრო წოდების თანაბარი ან მასზე მაღალი ან დაბალი საშტატო კატეგორიის თანამდებობაზე დანიშვნას.

2.სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მინისტრმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სამხედრო მოსამსახურის შესაბამისი ფუნქციის/გვარეობის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილების შესრულება აღნიშნული სამხედრო მოსამსახურისთვის სავალდებულოა.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული თანამდებობრივი გადაადგილება დასაშვებია, თუ სამხედრო მოსამსახურეს, მისი განათლების (კვალიფიკაციის) და მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით, მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება შეუძლია.

4.სამხედრო მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილების სხვა შემთხვევებს განსაზღვრავს მინისტრი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თანამდებობრივი გადაადგილება ნიშნავს სამხედრო მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და ფაქტობრივი სამხედრო წოდების თანაბარი ან მასზე მაღალი ან დაბალი საშტატო კატეგორიის თანამდებობაზე დანიშვნას. 2. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მინისტრმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სამხედრო მოსამსახურის შესაბამისი ფუნქციის/გვარეობის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილების შესრულება აღნიშნული სამხედრო მოსამსახურისთვის სავალდებულოა. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული თანამდებობრივი გადაადგილება დასაშვებია, თუ სამხედრო მოსამსახურეს, მისი განათლების (კვალიფიკაციის) და მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით, მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება შეუძლია. 4. სამხედრო მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილების სხვა შემთხვევებს განსაზღვრავს მინისტრი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹⁶39¹30¹474852511788548301714583
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიპენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…საჯარო სამსახურის შესა…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა