Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებმუხლი 11¹⁷

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 11¹⁷. სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების შესრულება

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტოს უფროსს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის შესაცვლელად ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც მოსამსახურის სამსახურში არყოფნა საფრთხეს უქმნის სამსახურის ნორმალურ ფუნქციონირებას, უფლება აქვს: ა)  სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობები დააკისროს/გადაუნაწილოს სხვა მოსამსახურეს/მოსამსახურეებს მისი/მათი საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების გარეშე; ბ) სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობები დააკისროს სხვა მოსამსახურეს და შემცვლელი მოსამსახურე გაათავისუფლოს საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან.

2.მოსამსახურეს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოვალეობების დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება გააუარესებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ან უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას მოითხოვს.

3.მოსამსახურეს შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე იმავე დაწესებულებაში შეასრულოს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობები კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1 თვის ვადით. სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების კალენდარული წლის განმავლობაში 1 თვეზე მეტი ვადით შესრულება შეიძლება მისი შემცვლელი მოსამსახურის თანხმობით.

4.მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს, თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, სააგენტოს უფროსის ბრძანებით დადგენილი ოდენობით.

5.მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს, ეძლევა სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ ის აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №42 · ძალაშია 1 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 ივლ. 2007 – 1 მარ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 11¹⁶შემდეგი მუხლი 11¹⁸

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №43

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11²მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები
  • 11⁶სააგენტოში სამსახურის ვადა
  • 11¹⁶მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა

პენიტენციური კოდექსი

  • 18სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების შესრულება
  • 29მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება
  • 15სამსახურის ვადა. გამოსაცდელი ვადა

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14³¹სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობების შესრულება

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

  • 30დროებითი ფუნქციების შესრულებისათვის ანაზღაურების წესი და პირობები და ნახევარ განაკვეთზე მუშაობის ანაზღაურება

თავდაცვის კოდექსი

  • 40სამხედრო მოსამსახურის მოვალეობების დროებით დაკისრება

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 50მოხელისათვის დროებითი ფუნქციების დაკისრება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 40მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 50მოსამსახურის შვებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³¹11²11⁶11¹⁶405030504018291511¹⁷
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისააღსრულებო წარმოებათა…საჯარო დაწესებულებაში …თავდაცვის კოდექსისაჯარო სამსახურის შესა…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №43 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026