პენიტენციური კოდექსი

მუხლი 18. სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების შესრულება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის შესაცვლელად ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც მოსამსახურის სამსახურში არყოფნა საფრთხეს უქმნის სამსახურის ნორმალურ ფუნქციონირებას: ა) სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობები დააკისროს სხვა მოსამსახურეს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების გარეშე; ბ) სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობები დააკისროს სხვა მოსამსახურეს (შემცვლელი მოსამსახურე) და გაათავისუფლოს იგი თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან.

2.მოსამსახურეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებაზე უარი განაცხადოს, თუ მათი შესრულება წინააღმდეგნაჩვენებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის ან უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას მოითხოვს.

3.მოსამსახურეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე იმავე დაწესებულებაში შეასრულოს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობები კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1 თვის ვადით. სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების კალენდარული წლის განმავლობაში 1 თვეზე მეტი ვადით შესრულება შესაძლებელია მისი შემცვლელი მოსამსახურის თანხმობით.

4.მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს, თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით დადგენილი ოდენობით.

5.მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს, ეძლევა სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ ის აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის შესაცვლელად ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც მოსამსახურის სამსახურში არყოფნა საფრთხეს უქმნის სამსახურის ნორმალურ ფუნქციონირებას: ა) სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობები დააკისროს სხვა მოსამსახურეს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების გარეშე; ბ) სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობები დააკისროს სხვა მოსამსახურეს (შემცვლელი მოსამსახურე) და გაათავისუფლოს იგი თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან. 2. მოსამსახურეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებაზე უარი განაცხადოს, თუ მათი შესრულება წინააღმდეგნაჩვენებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის ან უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას მოითხოვს. 3. მოსამსახურეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე იმავე დაწესებულებაში შეასრულოს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობები კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1 თვის ვადით. სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების კალენდარული წლის განმავლობაში 1 თვეზე მეტი ვადით შესრულება შესაძლებელია მისი შემცვლელი მოსამსახურის თანხმობით. 4. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს, თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით დადგენილი ოდენობით. 5. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს, ეძლევა სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ ის აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 26 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³¹11¹⁷11¹⁴11²²40503050401115292318
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…სააღსრულებო წარმოებათა…თავდაცვის კოდექსისაჯარო დაწესებულებაში …საჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა