ამნისტიის შესახებ

მუხლი 1

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 დეკ. 2013

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება: ა) პირზე, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით, 362-ე მუხლით ან/და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) კომპეტენციის ფარგლებში გასაცემი სხვა ოფიციალური დოკუმენტის ან/და იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის შესაბამისი ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან, გამოყენებასთან, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გაცემული ოფიციალური დოკუმენტის ან/და იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან, დაზიანებასთან, და რომელიც ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ნებაყოფლობით განაცხადებს აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე; ბ) პირზე, რომელიც ბრალდებული ან მსჯავრდებულია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება პირზე, რომელმაც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული 2009 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა ან/და რომელმაც აღნიშნული დანაშაულის 2009 წლის 1 იანვრამდე ჩადენის საფუძველზე გაცემული/შექმნილი ყალბი დოკუმენტი ან დოკუმენტში არსებული არასწორი მონაცემი ამ კანონის ამოქმედებამდე გამოიყენა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
133936236322112313107891
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა