ამნისტიის შესახებ

მუხლი 2

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 20 აგვ. 2013

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება), 158-ე ან/და 159-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2012 წლის 31 დეკემბრამდე, ან/და 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ შენახვა) ჩაიდინა ამ კანონის ამოქმედებამდე.

2.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც გამოიყენა ან/და გაავრცელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული პირადი ან ოჯახური საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერი, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია, კომპიუტერული მონაცემი, პირადი მიმოწერის ამსახველი მასალა, საფოსტო გზავნილი, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერი, ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული  შეტყობინება ან/და მათი ასლები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1593221114537492
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა