Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგზაო მოძრაობის შესახებმუხლი 56

საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 56. სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის უფლებათა ეკვივალენტურობა

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მართვის მოწმობის გაცემა და გაცვლამართვის მოწმობის გაცვლა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456788¹8²8³8⁴9101112131415

1.„A“, „B“, „C“ ან „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს აღნიშნული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული „A1“, „A2“, „B1“, „C1“ ან „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.

2.„CE“ ან „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს მინიჭებული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

3.„CE“ ან „DE“ კატეგორიის, აგრეთვე „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

4.„CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

5.„C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

6.„DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

7.„C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს ამ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან 1 წლის შემდეგ უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაიყვანოს მგზავრები სატვირთო ავტომობილის ძარათი, თუ მგზავრთა რაოდენობა, გარდა მძღოლისა, 8-ს არ აღემატება.

8.„C“ და „D“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღებიდან 3 წლის შემდეგ უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარათი გადაიყვანოს 8-ზე მეტი მგზავრი.

8¹.„A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს ტრიციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე აღემატება 15 კვტ-ს.

8².„A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს ტრიციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს.

8³.„A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება და ტრიციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს.

8⁴.ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.

9.„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს.

10.„C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8 250 კგ-ს.

11.„C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.

12.ამ მუხლის მე-9−მე-11 პუნქტებით განსაზღვრული უფლებები მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

13.უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მფლობელზე ამ მუხლის პირველი−მე-11 პუნქტებით განსაზღვრული უფლებები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ითვალისწინებს მართვის მოწმობის გამცემი ქვეყნის კანონმდებლობა.

14.ამ მუხლის პირველი−მე-11 პუნქტებით განსაზღვრული ეკვივალენტურობის გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის უფლებათა სხვა ეკვივალენტურობაც.

15.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში შესაბამისი რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში, მართვის უფლების მქონე პირს შეიძლება არ მიენიჭოს ან შეეზღუდოს მოპოვებული კატეგორიის/ქვეკატეგორიის ფარგლებში დაწესებული, ამ მუხლით განსაზღვრული ეკვივალენტური კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან/და დაუწესდეს სხვა სახის შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალების მართვაზე. საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3487 - ვებგვერდი, 14.05.2015წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

რედაქციების შედარება

1. „A“, „B“, „C“ ან „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს აღნიშნული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული „A1“, „A2“, „B1“, „C1“ ან „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება. 2. „CE“ ან „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს მინიჭებული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც. 3. „CE“ ან „DE“ კატეგორიის, აგრეთვე „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც. 4. „CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც. 5. „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც. 6. „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც. 7. „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს ამ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან 1 წლის შემდეგ უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაიყვანოს მგზავრები სატვირთო ავტომობილის ძარათი, თუ მგზავრთა რაოდენობა, გარდა მძღოლისა, 8-ს არ აღემატება. 8. „C“ და „D“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღებიდან 3 წლის შემდეგ უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარათი გადაიყვანოს 8-ზე მეტი მგზავრი. 8 1 . „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს ტრიციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე აღემატება 15 კვტ-ს. 8 2 . „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს ტრიციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს. 8 3 . „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება და ტრიციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს. 8 4 . ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება. 9. „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს. 10. „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8 250 კგ-ს. 11. „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს. 12. ამ მუხლის მე-9−მე-11 პუნქტებით განსაზღვრული უფლებები მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. 13. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მფლობელზე ამ მუხლის პირველი−მე-11 პუნქტებით განსაზღვრული უფლებები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ითვალისწინებს მართვის მოწმობის გამცემი ქვეყნის კანონმდებლობა. 14. ამ მუხლის პირველი−მე-11 პუნქტებით განსაზღვრული ეკვივალენტურობის გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის უფლებათა სხვა ეკვივალენტურობაც. 15. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში შესაბამისი რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში, მართვის უფლების მქონე პირს შეიძლება არ მიენიჭოს ან შეეზღუდოს მოპოვებული კატეგორიის/ქვეკატეგორიის ფარგლებში დაწესებული, ამ მუხლით განსაზღვრული ეკვივალენტური კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან/და დაუწესდეს სხვა სახის შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალების მართვაზე. საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3487 - ვებგვერდი, 14.05.2015წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

წინა მუხლი 55შემდეგი მუხლი 57

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რესიდენტის მართვის უფლება — რეგისტრაცია, გაცვლა და აპელაცია (EN/RU)სერვისის გვერდი
  • უცხო ქვეყნის მართვის მოწმობის გაცვლა და აღიარება საქართველოშისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №36

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 54

მიუთითებენ მასზე

მუხლი 46

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 54სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიები და ქვეკატეგორიები
  • 58სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართლებრივი და ორგანიზაციული რეგულაცია
  • 55სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდა და მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი მოთხოვნები

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 15საგზაო მოძრაობის მონაწილის ზოგადი უფლებები და მოვალეობები
  • 20მძღოლის ზოგადი მოვალეობები
  • 33ქვეითთა გადასასვლელი და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 9მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 37⁵შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებით უზრუნველყოფა
  • 63²მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 33უფლებები სატრანსპორტო საშუალებებზე და მათში მოთავსებულ ნივთებზე

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

  • 4—

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 250სატრანსპორტო საშუალების მართვისაგან ჩამოშორება ან/და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37⁵63²15203325093354465855456
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს სარკინიგზო…საერთაშორისო კერძო სამ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026