საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 29. საბაჟო კონტროლის ზონა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო კონტროლის ზონა არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების და პირის მიმართ ხორციელდება საბაჟო კონტროლის ღონისძიებები.

2.საბაჟო კონტროლის ზონებია: ა) საბაჟო გამშვები პუნქტი; ბ) საბაჟო ორგანოს საწყობი; გ) გაფორმების ეკონომიკური ზონა; დ) საბაჟო საწყობი; ე) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი; ვ) საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტში, საზღვაო პორტში, ნავსადგურში, რკინიგზის სადგურში არსებული, საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული ტერიტორია; ზ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურის სალიანდაგო ნაწილი − ამ სალიანდაგო ნაწილზე საბაჟო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის განთავსების პერიოდში; თ) შენახვის სხვა ადგილი, ნაგებობა, სატრანსპორტო საშუალება, სადაც იმყოფება საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება; ი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის განსაზღვრული სხვა ადგილი.

3.აკრძალულია საბაჟო კონტროლის ზონაში საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების და პირის გადაადგილება, სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა/გადმოტვირთვა და აუცილებელი საბაჟო ფორმალობის განხორციელებამდე საქონლის საბაჟო კონტროლის ზონის საზღვრების გარეთ გატანა.

4.საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ საქონელზე საკუთრების უფლება შეიძლება გადაეცეს სხვა პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესითა და პირობებით.

5.აეროპორტის, ნავსადგურის, რკინიგზის სადგურის საბაჟო კონტროლის ზონაში შესვლისა და გადაადგილების და ამ ზონის დატოვების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საბაჟო კონტროლის ზონა არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების და პირის მიმართ ხორციელდება საბაჟო კონტროლის ღონისძიებები. 2. საბაჟო კონტროლის ზონებია: ა) საბაჟო გამშვები პუნქტი; ბ) საბაჟო ორგანოს საწყობი; გ) გაფორმების ეკონომიკური ზონა; დ) საბაჟო საწყობი; ე) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი; ვ) საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტში, საზღვაო პორტში, ნავსადგურში, რკინიგზის სადგურში არსებული, საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული ტერიტორია; ზ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურის სალიანდაგო ნაწილი − ამ სალიანდაგო ნაწილზე საბაჟო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის განთავსების პერიოდში; თ) შენახვის სხვა ადგილი, ნაგებობა, სატრანსპორტო საშუალება, სადაც იმყოფება საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება; ი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის განსაზღვრული სხვა ადგილი. 3. აკრძალულია საბაჟო კონტროლის ზონაში საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების და პირის გადაადგილება, სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა/გადმოტვირთვა და აუცილებელი საბაჟო ფორმალობის განხორციელებამდე საქონლის საბაჟო კონტროლის ზონის საზღვრების გარეთ გატანა. 4. საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ საქონელზე საკუთრების უფლება შეიძლება გადაეცეს სხვა პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესითა და პირობებით. 5. აეროპორტის, ნავსადგურის, რკინიგზის სადგურის საბაჟო კონტროლის ზონაში შესვლისა და გადაადგილების და ამ ზონის დატოვების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31019414305727 (დ…5 (და…7 (და…1312712429
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს ადმინისტრა…თავისუფალი ინდუსტრიული…სურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა