სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 3 (დანართი 2). ბაზირების პუნქტების მოწყობის წესები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბაზირების პუნქტების ტერიტორია აღიჭურვება განათებით, საჭიროების შემთხვევაში, შეძლებისამებრ შემოიფარგლება არანაკლებ 2მ  სიმაღლის ღობით, მათ შორის, ზღვის მხრიდანაც.

2.ბაზირების პუნქტი აღინიშნება თეთრი ფარით, რომლის ზომაა 100X60 სმ, მასზე აღინიშნება მონაცემები სადგომად დასაშვები ზომამცირე გემების სახეობებისა და რაოდენობის შესახებ.

3.ბაზირების პუნქტის ტერიტორიაზე განლაგდება გასაბერი ნავების, ნიჩბების, აფრების, კიდული ძრავების, სამაშველო-ავარიული აღჭურვილობის შესანახი სათავსი საკეტით.

4.ბაზირების პუნქტი აღიჭურვება: ა) ზომამცირე გემების დასამაგრებელი ბოძებით (არანაკლებ 15 სმ დიამეტრისა და 60 სმ სიმაღლისა) ლითონის რგოლებით, საკეტებითა და 2 მ სიგრძის ბაგირებით (ჯაჭვებით); ბ) ნავმისაბმელი მოწყობილობით; გ) საშტორმო გაფრთხილების სასიგნალო ანძით; დ) საინფორმაციო სტენდით, რომელზეც აღინიშნება ინფორმაცია ბაზირების პუნქტის მუშაობის რეჟიმის, სასაზღვრო რეჟიმის, მათ შორის, ზომამცირე გემებით სარგებლობისა და ცურვის წესების შესახებ.

5.ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტიდან გასვლისა და შემოსვლისას სავალდებულოა მათი რეგისტრაცია სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელშიც აღინიშნება ზომამცირე გემების: ა) სარეგისტრაციო ნომერი ან/და სახელწოდება; ბ) მოსარგებლის სახელი და გვარი (მიეთითება პირი, რომელიც მართავს ზომამცირე გემს); გ) ბაზირების პუნქტიდან გასვლის დრო; დ) ბაზირების პუნქტიდან გასვლის მიზანი და მარშრუტი; ე) დანიშნულების ადგილი; ვ) ნაოსნობის ფაქტობრივი დრო.

6.აკრძალულია ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტიდან გასვლა, თუ: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის აღნიშნული გემის განმასხვავებელი ნიშნები; ბ) ზომამცირე გემი ტექნიკურად გაუმართავია; გ) პროგნოზირებული და/ან ფაქტობრივი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობები სახიფათოა შესაბამისი კატეგორიის ზომამცირე გემის უსაფრთხო ნაოსნობისათვის.

7.ბაზირების პუნქტის მფლობელი ვალდებულია დანიშნოს ბაზირების პუნქტის მოვლასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირი.

8.ფიზიკური პირის კუთვნილი ბაზირების პუნქტი, რომელსაც იგი არაკომერციული მიზნით იყენებს თავის მფლობელობაში არსებული ზომამცირე გემის სადგომად, აღჭურვილი უნდა იყოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად.

9.ბაზირების პუნქტების (მათ შორის, რეკრეაციულ ადგილებში) მოწყობის საკითხს წყვეტს და ბაზირების პუნქტების მოწყობის ადგილს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან (შემდგომში – სანაპირო დაცვის დეპარტამენტი) შეთანხმებით, გარდა ამ წესების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 28.03.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 28 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
114²230122826295 (და…4 (და…2 (და…9 (და…28 (დ…44 (დ…3 (დანართი 2)
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს ადმინისტრა…საზღვაო კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…ნაგავსაყრელის მოწყობის…ტერიტორიების გამოყენებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა