საზღვაო კოდექსი

მუხლი 12

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კოდექსის მიზნებისათვის „გემი“ მოიცავს ყველა სახეობის მცურავ ობიექტს, მათ შორის, არაწყალწყვის გემსა და ჰიდროთვითმფრინავს, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად, კერძოდ: ა) მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთისა და ბარგის გადასაზიდად, ფოსტის გადასატანად, თევზისა და სხვა საზღვაო რეწვისათვის, სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად, ზღვაში მყოფი, საფრთხეში აღმოჩენილი ადამიანებისა და გემების გადასარჩენად, გემებისა და სხვა მცურავი ობიექტების ბუქსირებისათვის, ჰიდროტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად და ზღვაში ჩაძირული ქონების ამოსაღებად; ბ) საგანგებო სამსახურის გასაწევად (სარეწების დაცვა, სანიტარიულ - საკარანტინო მომსახურების გაწევა, ზღვის დაცვა დაბინძურებისაგან და ა. შ.); გ) სამეცნიერო, სასწავლო და კულტურული მიზნებისათვის; დ) სპორტული ღონისძიებებისათვის; დ​ 1 ) შიდა სახმელეთო წყლებში გადასაადგილებლად; ე) სხვა მიზნებისათვის.

2.ამ კოდექსის მიზნებისათვის „გემი“ არის წყალზედა მოტივტივე პლატფორმა და ინსტალაცია.

3.ზომამცირე გემი არის 7 (შვიდ) მეტრზე ნაკლები სიგრძის გემი, რომელიც განკუთვნილია დასვენება - გართობისათვის, ბიზნეს- და სამეურნეო საქმიანობისათვის, ტურისტული, სპორტული და სხვა მიზნებისათვის, მიუხედავად გემის ტიპისა, წარმოშობისა და ნაოსნობის რაიონისა. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1543 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №42 · ძალაშია 26 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 26 ივნ. 2026 – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 აპრ. 2026
  2. · გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023
  3. ნორმატიული ტექსტი უცვლელია — განახლდა მხოლოდ ციტირების სქოლიო ან ფორმატირება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9114²44¹⁷44¹⁸2844¹375326 (და…2 (და…9 (და…2312
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისახელმწიფო საზღვრის რე…მეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს საზღვაო სი…მეთევზე-მეზღვაურთა გან…მეზღვაურთა შრომის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა