სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 5 (დანართი 2). რეკრეაციულ ადგილებში ბაზირების პუნქტების მოწყობა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბაზირების პუნქტი შეიძლება მოეწყოს პლაჟზე, როგორც მარტივი ტიპის მსუბუქი კონსტრუქციის ნავსადგომი, მათ შორის, ზომამცირე გემების გამქირავებელი პუნქტის სახით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში და წესით.

2.პლაჟზე ბაზირების პუნქტის მოწყობის შემთხვევაში, მასზე არ ვრცელდება ამ წესების მე-3 მუხლის პირველი, მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებითა და მე-4 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

3.რეკრეაციულ (პლაჟებისა და ბანაობის) ადგილებში ზომამცირე გემების გასაქირავებელი პუნქტი აღჭურვილი უნდა იყოს სამაშველო ინვენტარით (სამაშველო რგოლი, ჟილეტი, თოკი) და უნდა ჰყავდეს წყალზე უსაფრთხო ნაოსნობის ინსტრუქტორი.

4.ძრავიანი და იალქნიანი ზომამცირე გემების პლაჟების ნაპირიდან გასვლა-შემოსვლა უნდა წარმოებდეს მხოლოდ სპეციალური ტივტივებით შემოღობილი დერეფნებიდან, რომელთა სიგრძე ნაპირიდან არანაკლებ  100 მეტრია, ხოლო სიგანე არანაკლებ - 25 მეტრი. მათი შემდგომი ნაოსნობა ხორციელდება ნაპირის გასწვრივ 100 მეტრის დაშორებით. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 28.03.2019წ. თავი III. ზომამცირე გემებით სარგებლობა და ცურვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 28 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
916114²122811293 (და…4 (და…2 (და…9 (და…18 (დ…5 (დანართი 2)
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს ადმინისტრა…საზღვაო კოდექსისაქართველოს ზღვის, წყა…ტერიტორიების გამოყენებ…ნაგავსაყრელის მოწყობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა