პოლიციის შესახებ

მუხლი 4¹. დროებითი მოთავსების იზოლატორი

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 17 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს დროებითი მოთავსების იზოლატორი (შემდგომ – იზოლატორი), რომლის მთავარი ამოცანაა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ან პატიმრობაშეფარდებული პირის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად დაკავებული ან იმავე კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი პირის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული უცხოელის განთავსების აღსრულების უზრუნველყოფა და იზოლატორში განთავსებული პირის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა.

2.მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება: ა) იზოლატორის სამართლებრივი სტატუსი, ამოცანები, ფუნქციები და შინაგანაწესი, იზოლატორის მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები; ბ) იზოლატორში პირის მოთავსების წესი, მათ შორის, იზოლატორში მიღებისას პირის დაქტილოსკოპიური მონაცემების აღების, ფოტოსურათის გადაღებისა და მათი დამუშავების წესი; გ) იზოლატორში მოსათავსებელი პირის პირადი დათვალიერებისა და მისი ნივთების შემოწმების წესი; დ) იზოლატორში მოთავსებული პირის პირველადი სამედიცინო შემოწმების წესი; ე) იზოლატორში მოთავსებული პირის უფლებები და მოვალეობები; ვ) იზოლატორში მოთავსებული პირის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის წესი; ზ) იზოლატორში სხვა პირთა შესვლის წესი; თ) იზოლატორში უსაფრთხოების დასაცავად განსახორციელებელი ღონისძიებები; ი) იმ ნივთების (საგნების), დოკუმენტებისა და  კვების პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა ამანათის სახით მიღების უფლებაც აქვს იზოლატორში მოთავსებულ პირს ან რომელთა იზოლატორში მოთავსებულ პირთან შეტანაც იკრძალება; კ) იზოლატორში პირის მოთავსების აღსრულების წესი და პირობები.

3.იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად ამ პირთა მიმართ ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2296 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 10 იან. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ოქტ. 2013 – 10 იან. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁹1156464¹64³15910977294¹
მნიშვნელობით ახლოსსაზოგადოებრივი ჯანმრთე…უცხოელთა და მოქალაქეობ…საერთაშორისო დაცვის შე…ტუბერკულოზის კონტროლის…საქართველოს ადმინისტრა…საკონსულო საქმიანობის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №45 · ბოლოს შემოწმდა