თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

მუხლი 5. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა ორგანიზატორის მოთხოვნით

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ორგანიზატორი საქართველოს მთავრობას წარუდგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საზღვრების აღწერას; გ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობის გეგმას; დ) მიწაზე ორგანიზატორის ან სხვა პირის/პირების საკუთრების უფლების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერს. სხვა პირის/პირების საკუთრებაში არსებულ მიწაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობისათვის აუცილებელია აგრეთვე მესაკუთრის/მესაკუთრეების თანხმობა, რომ შესაბამის მიწის ნაკვეთზე განსაზღვრული ვადით შეიქმნას თავისუფალი ინდუსტრიული ზონა; ე) მტკიცებულებას, რომ დაკმაყოფილებულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობები, ან ვალდებულებას, რომ იგი დააკმაყოფილებს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის დადგენილ მოთხოვნებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებამდე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არ ფუნქციონირებს.

3.საქართველოს მთავრობა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განცხადების მიღებიდან 50 დღის ვადაში განიხილავს მას და იღებს დადგენილებას თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ ან ორგანიზატორს ეუბნება დასაბუთებულ უარს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ორგანიზატორი საქართველოს მთავრობას წარუდგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საზღვრების აღწერას; გ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობის გეგმას; დ) მიწაზე ორგანიზატორის ან სხვა პირის/პირების საკუთრების უფლების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერს. სხვა პირის/პირების საკუთრებაში არსებულ მიწაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობისათვის აუცილებელია აგრეთვე მესაკუთრის/მესაკუთრეების თანხმობა, რომ შესაბამის მიწის ნაკვეთზე განსაზღვრული ვადით შეიქმნას თავისუფალი ინდუსტრიული ზონა; ე) მტკიცებულებას, რომ დაკმაყოფილებულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობები, ან ვალდებულებას, რომ იგი დააკმაყოფილებს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის დადგენილ მოთხოვნებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებამდე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არ ფუნქციონირებს. 3. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განცხადების მიღებიდან 50 დღის ვადაში განიხილავს მას და იღებს დადგენილებას თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ ან ორგანიზატორს ეუბნება დასაბუთებულ უარს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 18 ივლ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4632541³ (…41¹ (…15⁸10455129136205
მნიშვნელობით ახლოსთავისუფალი ინდუსტრიული…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…ინოვაციების შესახებსაქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა