Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 25

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 25. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:საბაჟო და აქციზიზოგადი ბიზნესიენერგიის წარმოება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო (შემდგომ − თიზ-ის საწარმო) არის „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო.

2.თიზ-ის საწარმო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების შემთხვევაში გადაიხადოს საქონლის მიწოდებით მიღებული/მისაღები შემოსავლის (საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას − ამ საქონლის საბაზრო ფასის) 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

3.საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსთვის საქონლის (გარდა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და წარმოებისათვის განკუთვნილი ელექტროენერგიისა, წყლისა და ბუნებრივი აირისა) მიწოდებისას თიზ-ის საწარმო ვალდებულია გადაიხადოს მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

4.საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსათვის საქონლის მიწოდებისას დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება ამ საქონლის საბაზრო ფასი.

5.თიზ-ის საწარმოს ეკრძალება: ა) საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების შეძენა, გარდა: ა.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის ან/და ადმინისტრაციის მიერ დაცვის მომსახურების გაწევისა ან/და ქონების ქირით ან იჯარით გადაცემისა; ა.ბ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, კანალიზაციის, აუდიტორული ან/და საკონსულტაციო მომსახურებისა, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური ოპერაციების განხორციელებისა ან/და ფინანსური მომსახურების გაწევისა, აგრეთვე ძირითად საშუალებათა დადგმისა, მონტაჟისა ან/და მშენებლობის მომსახურების გაწევისა; ა.გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა ; ბ) საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების გაწევა.

6.თიზ-ის საწარმოს მიერ საგადასახადო ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

7.საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს თიზ-ის საწარმოს მიერ არარეზიდენტისათვის (გარდა საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისა) გასაწევი მომსახურების სახეები, რომელიც გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის ჩაითვლება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განხორციელებულ ნებადართულ საქმიანობად. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 201 2 წლის 10 აპრილის კანონი №6015 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4680 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №114 · ძალაშია 12 ივლ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2015 – 1 იან. 2016 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 11 ივლ. 2018
  2. 9 იან. 2018
  3. 1 იან. 2016· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2015
  4. 1 იან. 2015· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2014
  5. 1 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2012

    25-ე მუხლში ტერორიზმთან ბრძოლისას გამოყოფილი სახსრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვაზე ზედამხედველობს კონტროლის პალატის ნაცვლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სპეციალური ჯგუფი, რომლის წევრებსაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება აქვთ.

  6. 29 მაი. 2012

    25-ე მუხლის მე-3 ნაწილში თიზ-ის საწარმოს 4%-იანი გადახდა ახლა არ ვრცელდება ადგილზე მოსახმარ ან საწარმოო ელექტროენერგიაზე, წყალსა და ბუნებრივ აირზე.

  7. 17 მაი. 2012

    25-ე მუხლის პირველ პუნქტში დაემატა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულების დაწყების საფუძველი, ხოლო ახალი 10¹ პუნქტი ბიუროს უკრძალავს ამ ბრძანების აღსრულებისას ქონებაზე განმეორებით ყადაღის დადებას.

  8. 30 აპრ. 2012

    25-ე მუხლი ახლებურად არის აგებული: საერთაშორისო საწარმოს სტატუსის რეჟიმი შეიცვალა თიზ-ის საწარმოს რეჟიმით — საქონლის მიწოდებაზე 4 პროცენტის გადახდა, საბაზრო ფასით დაბეგვრა, მომსახურების შეძენისა და გაწევის აკრძალვა და ანგარიშგების წესი მინისტრის ბრძანებით.

  9. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2011

    25-ე მუხლს დაემატა 4¹–4³ ნაწილები სამთავრობო საბჭოსა და მთავრობის მიერ შეზღუდული საქმიანობის უფლების მიცემის შესახებ, აგრეთვე მე-12 ნაწილი ამ შემთხვევებში მოგების დაბეგვრისას ხარჯების პროპორციული გამოქვითვის თაობაზე.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 24²შემდეგი მუხლი 26

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • თავისუფალი ვაჭრობის ზონის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თავისუფალი ვაჭრობის ზონის კონსულტაციასერვისის გვერდი
  • ნავთობისა და გაზის წარმოებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 9 ცვლილება · ბოლო 11 ივლ. 2018
  • 13 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 26¹ტურისტული საწარმო
  • 24²სპეციალური საწარმო

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 41¹ (დანართი 1)თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს საგადასახადო ანგარიშგება
  • 41³ (დანართი 1)თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის მიერ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოების შესახებ ინფორმაციის წარდგენა
  • 41² (დანართი 1)თიზ-ის საწარმოს მიერ განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებზე გადასახადის გაანგარიშების შევსება

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 7თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო
  • 3თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
  • 11თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 161ავტორიზაცია

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 128თავისუფალი ზონის არსი
  • 129თავისუფალი ზონის შექმნა

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 50საწარმოს გადაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
731126¹24²5041¹ (…41³ (…41² (…12812916125
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…თავისუფალი ინდუსტრიული…საქართველოს საგადასახა…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს შრომის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026