გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 41³ (დანართი 1). თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის მიერ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოების შესახებ ინფორმაციის წარდგენა

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ელექტრონულად წარუდგინოს ინფორმაცია ამავე ზონაში რეგისტრირებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს, მათ შორის, რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულების შესახებ.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება შესაძლებელია განახორციელოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ადმინისტრატორმა. ასეთ შემთხვევაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელშიც მიეთითება ადმინისტრატორის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში მითითებული პირის (ადმინისტრატორის) მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე თანხმობის ან  უარის თაობაზე, რის შესახებაც აცნობებს განმცხადებელს.

3.თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორი, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ადმინისტრატორი, ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საწარმოს რეგისტრაციის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებულ საწარმოთა შესახებ წარდგენილ ინფორმაციაში ცვლილების შემთხვევაში – არაუგვიანეს შესაბამისი ცვლილების განხორციელების დღის მომდევნო სამუშაო დღისა.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით წარსადგენ ინფორმაციას განეკუთვნება: ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დასახელება და მისამართი; ბ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა; გ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოდ რეგისტრაციის თარიღი; დ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს საქმიანობის სახე და აღწერა; ე) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსთვის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობის უფლების მინიჭების, შეჩერების და შეწყვეტის თარიღი.

5.ამ მუხლით დადგენილი ვალდებულების დარღვევისათვის ორგანიზატორს, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ადმინისტრატორს,  პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 14 ივლისის ბრძანება №184 - ვებგვერდი, 15.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ელექტრონულად წარუდგინოს ინფორმაცია ამავე ზონაში რეგისტრირებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს, მათ შორის, რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება შესაძლებელია განახორციელოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ადმინისტრატორმა. ასეთ შემთხვევაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელშიც მიეთითება ადმინისტრატორის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში მითითებული პირის (ადმინისტრატორის) მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე თანხმობის ან  უარის თაობაზე, რის შესახებაც აცნობებს განმცხადებელს. 3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორი, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ადმინისტრატორი, ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საწარმოს რეგისტრაციის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებულ საწარმოთა შესახებ წარდგენილ ინფორმაციაში ცვლილების შემთხვევაში – არაუგვიანეს შესაბამისი ცვლილების განხორციელების დღის მომდევნო სამუშაო დღისა. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით წარსადგენ ინფორმაციას განეკუთვნება: ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დასახელება და მისამართი; ბ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა; გ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოდ რეგისტრაციის თარიღი; დ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს საქმიანობის სახე და აღწერა; ე) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსთვის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობის უფლების მინიჭების, შეჩერების და შეწყვეტის თარიღი. 5. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულების დარღვევისათვის ორგანიზატორს, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ადმინისტრატორს,  პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 14 ივლისის ბრძანება №184 - ვებგვერდი, 15.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

  2. 3 იან. 2011 – 1 აგვ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
574257141¹ (…11³ (…414 (დ…1331618241³ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსთავისუფალი ინდუსტრიული…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…სამშენებლო პროდუქტების…ინფორმაციის ერთიანი სა…მეწარმეთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა