Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკავაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებმუხლი 20

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

მუხლი 20. შესწავლის დაწყების საფუძველი და განხორციელება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 29 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.შესწავლის დაწყების საფუძველია ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ ან მისი სახელით გაკეთებული წერილობითი განცხადება.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების თანმხლები დოკუმენტების ნუსხა დგინდება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესითა და პროცედურებით.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესწავლა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადება წარდგენილ იქნა ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ ან მისი სახელით, რომლის მიერ წარმოებული მსგავსი პროდუქტი ერთობლივად ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ წარმოებული მთლიანი მსგავსი პროდუქტის 50 პროცენტზე მეტია და რომელიც მხარს უჭერს განცხადებას ან არ ეთანხმება მას. მიუხედავად ამისა, შესწავლის დაწყება დაუშვებელია, თუ შესწავლის ორგანო განცხადების მხარდასაჭერად გამოთქმული ან საპირისპირო აზრის შესწავლის საფუძველზე დაადგენს, რომ ადგილობრივი ინდუსტრიის იმ ნაწილის მიერ, რომელმაც მხარი დაუჭირა განცხადებას, წარმოებულია ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ წარმოებული მთლიანი მსგავსი პროდუქტის 25 პროცენტზე ნაკლები.

4.შესწავლის ორგანო შესწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენის დღიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 კალენდარული დღით, შესწავლის ორგანოს მიერ განმცხადებლისგან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით.

5.შესწავლის   ორგანო   შესწავლის   დაწყებაზე   უარის   თქმის   შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განმცხადებელს წერილობით აცნობებს შესწავლის დაწყებაზე დასაბუთებულ უარს.

6.შესწავლის ორგანო შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამის თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. გამოქვეყნების თარიღი ითვლება შესწავლის დაწყების თარიღად. ამასთანავე, შესწავლის ორგანო შესწავლის დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს თითოეული ექსპორტიორი ქვეყნის მთავრობას.

7.დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, შესწავლის დაწყებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით მიმართოს შესწავლის ორგანოს შესწავლაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.

8.შესწავლის ორგანო შესწავლას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესისა და პროცედურების შესაბამისად.

9.შესწავლის  პერიოდი 12  თვეს არ  უნდა  აღემატებოდეს. ეს  ვადა  შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 6 თვით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 29 ნოე. 2023 · №1

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 15მუხლი 27

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

  • 17შესწავლის ორგანოს მიერ ფასთან მიმართებით ვალდებულების მიღების პირობები
  • 4შესწავლის ორგანო და მისი უფლებამოსილებები

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 88დისციპლინური წარმოების დაწყება
  • 91დისციპლინური წარმოება

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 32სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურები

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 18სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურა

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 10განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენა, პირობითი განცხადება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 16განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 8სარეგისტრაციო წარმოება და მისი დაწყება

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 57სარეგისტრაციო წარმოების დაწყება

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 52ნაგულისხმები თანხმობა

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 7შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
528105788917161527174321820
მითითებამნიშვნელობით ახლოსვაჭრობაში ანტიდემპინგუ…საჯარო სამსახურის შესა…მომხმარებლის უფლებების…ელექტრონული კომერციის …,,მეწარმეთა და არასამე…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 29 ნოე. 2023 · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026