1.მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე მოიცავს:
ა) სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფას;
ბ) თანაბრად ხელმისაწვდომი და ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდების უზრუნველყოფას;
გ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდების პროცესში ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებების დაცვისა და პატივისცემის უზრუნველყოფას;
დ) დაწესებულების პროგრამაში ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ჩართულობის უზრუნველყოფას;
ე) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის შემუშავებას და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფას;
ვ) საჯარო დაწესებულების საჭიროებების გათვალისწინებით წლიური მუნიციპალური პროგრამისა და ფინანსური გეგმის მომზადებას;
ზ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას და სხვა ვალდებულებების შესრულებას.
2.მუნიციპალიტეტები ბავშვთა სათანადო განვითარებისათვის და სკოლისათვის მოსამზადებლად უზრუნველყოფენ ძლიერი და მდგრადი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის შექმნას, რომელიც ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
ა) სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ბავშვის ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლების მიუხედავად;
ბ) საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობებით დადგენილი განათლების უფლებისა და ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სხვა უფლებების უზრუნველყოფა;
გ) სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი მომსახურების დასანერგავად სათანადო პირობების უზრუნველყოფა;
დ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების სრული ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
ე) ბავშვის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან და საზოგადოებასთან ეფექტიანი ურთიერთობის უზრუნველყოფა.
3.სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების დასანერგავად მუნიციპალიტეტები:
ა) შეისწავლიან მუნიციპალურ საჭიროებებს, გეგმავენ ადგილობრივ რესურსებს და განსაზღვრავენ საბიუჯეტო სახსრებს;
ბ) უზრუნველყოფენ აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების შესაბამისად;
გ) უზრუნველყოფენ დაწესებულებებისა და მათი მომსახურებებისთვის დადგენილი სტანდარტების შესრულების კონტროლს;
დ) დაწესებულებების პერსონალისთვის ადგენენ სამსახურებრივ ინსტრუქციებს, ქცევისა და ეთიკის ნორმებს და უზრუნველყოფენ მათ შესრულებას;
ე) ადგენენ საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და 5 წელიწადში ერთხელ აკონტროლებენ ამ მოთხოვნების შესაბამისობას;
ვ) უზრუნველყოფენ დაწესებულებების შიდა მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის ფუნქციონირებას;
ზ) მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული დაწესებულებების მონიტორინგის სისტემის შესაბამისად სისტემატურად ახორციელებენ დაწესებულებათა მონიტორინგს, რომლის მიზანია ავტორიზაციის პირობების ავტორიზაციის წესის შესაბამისად შესრულების შემოწმება;
თ) ამტკიცებენ დაწესებულებაში დასაქმებულ პირთან დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობებს პროფესიულ კავშირთან შესაძლო კონსულტაციით.
4.მუნიციპალიტეტები ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და ამ მიზნით დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მეშვეობით.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1261 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №366 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3852 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №433 – ვებგვერდი, 04.04.2025წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე მოიცავს:ა) სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფას;ბ) თანაბრად ხელმისაწვდომი და ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდების უზრუნველყოფას;გ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდების პროცესში ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებების დაცვისა და პატივისცემის უზრუნველყოფას;დ) დაწესებულების პროგრამაში ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ჩართულობის უზრუნველყოფას;ე) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის შემუშავებას და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფას;ვ) საჯარო დაწესებულების საჭიროებების გათვალისწინებით წლიური მუნიციპალური პროგრამისა და ფინანსური გეგმის მომზადებას;ზ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას და სხვა ვალდებულებების შესრულებას.2. მუნიციპალიტეტები ბავშვთა სათანადო განვითარებისათვის და სკოლისათვის მოსამზადებლად უზრუნველყოფენ ძლიერი და მდგრადი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის შექმნას, რომელიც ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:ა) სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ბავშვის ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლების მიუხედავად;ბ) საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობებით დადგენილი განათლების უფლებისა და ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სხვა უფლებების უზრუნველყოფა;გ) სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი მომსახურების დასანერგავად სათანადო პირობების უზრუნველყოფა;დ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების სრული ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;ე) ბავშვის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან და საზოგადოებასთან ეფექტიანი ურთიერთობის უზრუნველყოფა.3. სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების დასანერგავად მუნიციპალიტეტები:ა) შეისწავლიან მუნიციპალურ საჭიროებებს, გეგმავენ ადგილობრივ რესურსებს და განსაზღვრავენ საბიუჯეტო სახსრებს;ბ) უზრუნველყოფენ აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების შესაბამისად;გ) უზრუნველყოფენ დაწესებულებებისა და მათი მომსახურებებისთვის დადგენილი სტანდარტების შესრულების კონტროლს;დ) დაწესებულებების პერსონალისთვის ადგენენ სამსახურებრივ ინსტრუქციებს, ქცევისა და ეთიკის ნორმებს და უზრუნველყოფენ მათ შესრულებას;ე) ადგენენ საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და 5 წელიწადში ერთხელ აკონტროლებენ ამ მოთხოვნების შესაბამისობას;ვ) უზრუნველყოფენ დაწესებულებების შიდა მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის ფუნქციონირებას;ზ) მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული დაწესებულებების მონიტორინგის სისტემის შესაბამისად სისტემატურად ახორციელებენ დაწესებულებათა მონიტორინგს, რომლის მიზანია ავტორიზაციის პირობების ავტორიზაციის წესის შესაბამისად შესრულების შემოწმება;თ) ამტკიცებენ დაწესებულებაში დასაქმებულ პირთან დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობებს პროფესიულ კავშირთან შესაძლო კონსულტაციით.4. მუნიციპალიტეტები ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და ამ მიზნით დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მეშვეობით.საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1261 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №366 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3852 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №433 – ვებგვერდი, 04.04.2025წ. მუხლი 11. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს დაწესებულებაში სურსათის უვნებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 12. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფლებამოსილება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს მუნიციპალიტეტებისგან მიღებულ სტატისტიკურ ინფორმაციას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტატისტიკური ინფორმაცია მუნიციპალიტეტების მიხედვით მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) დაწესებულებათა რაოდენობა; ბ) დაწესებულების საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამაში ჩართულ ბავშვთა რაოდენობა; გ) აღმზრდელ-პედაგოგთა/აღმზრდელთა რაოდენობა; დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე. თავი III. დაწესებულების დაფუძნება და ავტორიზაცია
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №18 · ძალაშია 18 დეკ. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 დეკ. 2024 – 4 აპრ. 2025ტექსტი უცნობია
1 სექ. 2020 – 27 დეკ. 2022ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.
ლიანა ზაგაშვილი
ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი
მნიშვნელობით ახლოსადრეული და სკოლამდელი …ბავშვის უფლებათა კოდექ…განათლების შესახებშეზღუდული შესაძლებლობი…ზოგადი განათლების შესა…სოციალური მუშაობის შეს…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა